ეშლი იანგი "არსენალთან" ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებული დარჩა, თუმცა განაცხადა, რომ მატჩში ბევრი პოზიტივი შეიმჩნეოდა და მისი გუნდი მომდევნო სეზონში ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
"სამი ქულა უნდა აგვეღო. იმედი გაგვიცრუვდა, რომ მატჩში დაბრუნების საშუალება მივეცით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული - თამაშში ბოლო 25 წუთში დაბრუნდნენ და სწორედ ამით ვართ იმედგაცრუებულნი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით".
იანგი "მეთოფეების" წინააღმდეგ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო და სწორედ მისი პასით გაიტანა გოლი ანდერ ერერამ, ჰექტორ ბელერინის ფლანგს კი მრავალი პრობლემა შეექმნა.
"გვინდოდა ზეწოლის ქვეშ მოგვექცია და თავიდანვე ასე მოვიქეცით. მათ უკან სივრცეებს ვეძებდით და შანსებს ვქმნიდით. თავს კომფორტულად ვგრძნობდით და საწყენია, რომ გოლი გავუშვით".
"არსენალის" მიერ გატანილი გოლი - ავტოგოლი - მატჩის მიწურულს გავიდა და წინა ორი გაშვებული გოლის მსგავსად ისიც რიკოშეტის შემდეგ.
"ვფიქრობ, "კრისტალ პალასისა" და "ვესტ ბრომის" მატჩების ჩათვლით ბოლო სამ თამაშში ეს ჩვენ კარში გასული მესამე უიღბლო გოლია".
"იუნაიტედს" ჯერ კიდევ აქვს შანსი მესამე ადგილზე გავიდეს, თუმცა ამისთვის აუცილებელია "არსენალმა" დარჩენილი ორივე შეხვედრა წააგოს, ვან გაალის გუნდმა კი ერთი მოიგოს.
"როგორც გუნდს, გვინდა, იმდენად მაღლა დავასრულოთ სეზონი, რამდენიც შესაძლებელია. თუმცა ალბათ, მეოთხეზე გავალთ.
ბოლო მატჩში სამი ქულის აღებას ვეცდებით, შემდეგ კი ზაფხულში დავბრუნდებით. გვინდა "ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგის საღამოები დავაბრუნოთ - ისინი დიდებულია.
მომდევნო წელს უფრო ძლიერები დავბრუნდებით და ლიგის მოგებას ვეცდებით"