თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2015, 08:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 5
ვან გაალი: "მიზანი მიღწეულია"
ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "არსენალთან" გამართული მატჩის შემდეგ თავის გუნდს უფრო მეტი ეფექტურობისა და მატჩის დასრულებისკენ მოუწოდა.

"წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ მოახერხეს "მეთოფეთა" დამარცხება და ანდერ ერერას მიერ გახსნილი ანგარიშის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ფრეს დასჯერდნენ.

"სამწუხაროა, რადგან ტრავმებამდე ერთი საათის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით. ასეთი თამაშების დასრულება უნდა შეგეძლოს.

შეგიძლიათ თქვათ, რომ უიღბლონი ვართ, რადგან ზედიზედ მესამედ გავუშვით გოლი რიკოშეტის შემდეგ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს უიღბლობა არ არის, იღბალს შენ თვითონ ქმნი. ერთი საათის განმავლობაში ჩვენს მოწინააღმდეგეს ვჯობდით, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 1-0 იყო. შემდეგ "არსენალმა" თამაშში დაბრუნება მოინდომა, ჩვენ კი ერთად უნდა შევკრებილიყავით და უფრო კომპაქტურად გვეთამაშა - არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი გახსნილი, როგორიც ვიყავით".


კვირას ნაჩვენებმა შედეგმა "არსენალს" ბოლო ორ თამაშში მხოლოდ 1 ქულის აღების საშუალება მისცა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მესამე ადგილზე დამკვიდრებულიყო. "იუნაიტედმა" კი მეოთხე ადგილი უკვე გაინაღდა.

"ახლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში მოგვიწევს. ამ ტურნირზე ჯერ არ გავსულვართ. მოხვედრა კი ადვილი არ იქნება, რადგან შეიძლება შეხვდე მეტოქეს, რომელიც თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ეს უნდა გავაცნობიეროთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, რადგან სეზონის წინ მიზანი დავისახეთ და მას მივაღწიეთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 მაი 2015 08:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უოლკოტს "ოლდ ტრაფორდზე" ეძლევა თამაშის მუღამი angry არადა რა სახე ჰქონდა ვენგერს სანამ ვიგებდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 მაი 2015 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მეორე რო ვერ გავიტანეთ ძაან მუღამზე მოვიდნენ. არაუშავს, ეს თამაში რომ მოგვეგო დიდი ალბათობით მაინც მეოთხეზე დავასრულებდით.

ისე მაინც ვერ გავიგე ბლექეტი რატო გამოიყვანა, ვითომ ტრამვა ქონდა როხოს??? belay
0
№3
ავტორი: RojoDiablo
18 მაი 2015 09:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ან დაასვენა როხო იმის გამო, რომ დიდი ხნის უთამაშებელი იყო, ან მისი თამაში არ მოსწონდა. წინ პასებს საერთოდ ვერ აკეთებდა და რამდენიმეჯერ შეტევა დაიწყო არსენალმა მაგის გამო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
18 მაი 2015 14:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მომავალი სეზონი უკვე ჩემპიონების სტატუსით უნდა დავასრულოთ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
18 მაი 2015 17:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთავარი მაინც ეს იყო წლის დასაწყიში. მეტი შეიძლებოდა მარა არაუშავრს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top