ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ ვან გაალმა ახსნა, თუ როგორ ახერხებს "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი ფეხბურთელის შეძენას.
"ვეძებ ფეხბურთელს, რომელიც ჩვენს პროფილს შეესაბამება. შემდეგ ედ ვუდვორდს ვეუბნები: "ჩემი პირველი არჩევანი ეს ფეხბურთელია, მეორე არჩევანი ეს. როცა პირველი და მეორე მიუწვდომელია, მაშინ მესამეზე გადავდივართ. მე არ ვყიდულობ, ფულს მე არ ვხარჯავ. მოლაპარაკებებს ვუდვორდი აწარმოებს, მე არა".
როცა ჰკითხეს, ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხის სიდიდე თუ მოქმედებდა მის გადაწყვეტილებებზე, მან უპასუხა: "ეს მრავალ საკითხზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ჩემი აზრით, უნდა დასვა კითხვა, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის ფეხბურთელი იმ პოზიციას, სადაც მისი დაყენება გვინდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
შემდეგ კი კლუბმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. სატრანსფერო ფასი მე არ მეხება, რადგან მოლაპარაკებებს მე არ ვმართავ. ამას ედ ვუდვორდი აკეთებს, მე სულაც არ ვწყვეტ.
რა თქმა უნდა, როცა 80 მლნ. ფუნტად შეფასებულ ფეხბურთელს ყიდულობ, ზეწოლა უდიდესია და ეს არც მოთამაშისთვისაა კარგი. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შეძლებს თუ არა ისე თამაშს, როგორც ჩვენ გვინდა".