ლუი ვან გაალი ოპონენტებისგან სწავლას აპირებს.
იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომდევნო სეზონში ჩემპიონობას მიაღწიოს, ვან გაალს მიაჩნია, რომ მისმა შეგირდებმა ჟოზე მოურინიოს გუნდისგან უნდა ისწავლონ.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე მოახერხა ვან გაალის დამარცხება, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" 1-0 იმარჯვა.
მატჩის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ "იუნაიტედის" შეტევებმა მის გუნდს ხელი შეუწყო და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ვან გაალი კი ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" სწორედ ეს უნდა ისწავლოს, რათა მეოთხედან პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.
"მიმდინარე სეზონში გავუმჯობესდით, მაგრამ ჩემპიონები არ ვართ და არც ჩემპიონისთვის დამახასიათებელი მენტალიტეტი გვაქვს.
ჩვენ ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს თამაში და მატჩის დასრულება ისე, როგორც ამას "ჩელსი" აკეთებს. ამ საკითხში ჩვენსა და "ჩელსის" შორის დიდი განსხვავებაა.
იმასაც ვფიქრობ, რომ "არსენალს" "ჩელსიზე" უკეთესი გუნდი ჰყავს, მაგრამ ისინი ისე ვერ ასრულებენ, როგორც "ჩელსი". ეს ნიჭის გამოცდილებაა, ჯონ ტერი, გარი კეჰილი, სწორედ ეს არის სხვაობა"."იუნაიტედმა" დიდი კლუბების წინააღმდეგ თავისი საუკეთესო მატჩები ჩაატარა და "ლივერპულის", "ტოტენჰემის", "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" დამარცხება მოახერხა, თუმცა "ჩელსისთან" მხოლოდ ერთი ქულა აიღო.
"დიახ, დიდ მატჩებში ამასთან მიახლოებული ვიყავით. "მანჩესტერ სიტის" 10 კაცით ვეთამაშეთ, მაგრამ უკეთესები ვიყავით და უკეთესები ვიყავით სახლშიც. "არსენალი" უკეთესი იყო თავის სტადიონზე, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით "ოლდ ტრაფორდზე" (ინგლისის თასი).
"ჩელსის" წინააღმდეგ ჩვენს სტადიონზე მათი თანაბარი გუნდი ვიყავით და უკეთესი მათ სტადიონზე მიუხედავად იმისა, რაც ჟოზე მოურინიომ თქვა. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ორივეჯერ უკეთესები ვიყავით. "ლივერპულის" წინააღმდეგ დაფიქსირებული 3-0 მატჩის მიმდინარეობას არ შეესაბამებოდა, მაგრამ მათთან ფანტასტიკური მატჩი ვითამაშეთ.
ასე რომ, სხვაობა არ არის თამაშში, სხვაობაა დასრულებაშია. "ჩელსი" კი ამას საუკეთესოდ აკეთებს".მიუხედავად მთელი თავისი თავდაჯერებულობისა, ვან გაალი ფიქრობს, რომ ინგლისში გატარებული მისი პირველი სეზონი სწავლის კურსს ჰგავდა.
"როგორც მწვრთნელმა, ახალ სამუშაოს უნდა შევეგუო. მხოლოდ ფეხბურთელი არ ეგუება ინგლისის კულტურასა და თამაშის რიტმს, ეს მწვრთნელსაც სჭირდება. ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ამავდროულად რთულიც. ჩემი ფილოსოფიის ადაპტირება უნდა მოვახდინო. ამას არავინ მეკითხება, მაგრამ ასეა".წყარო:
dailymail