MLS-ის კლუბი "ორნლანდო" ხავიერ ერნანდესით დაინტერესდა.
როგორც მოგეხსენაბათ, მიმდინარე სეზონში, ჩიჩარიტო იჯარის წესით "რეალის" შემადგენლობაში ასპარეზობს.
მიუხედავად იმისა, რომ 26-წლის მექსიკელმა თავდამსხმელმა მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, ესპანელები არ გეგმავენ მის გამოსყიდვას.
ხავიერი "ოლდ ტრაფორდზე" ყოველგვარი პერსპექტივების გარეშე დაბრუნდება, რადგან "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის გეგმებში არ შედის. შესაბამისად ჩიჩარიტოს მოუწევს ახალი კლუბის მოძებნა.
ამ შესაძლებლობის გამოყენება კი "ორლანდოს" სურს, რომელშიც "რეალ მადრიდისა" და "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი, კაკა ასპარეზობს.
"ვფიქრობ, რეალურია ჩიჩარიტოს ტრანსფერი. ის, ჩვენ კლუბში ადგილს დაიმკვირდებს, რადგან ერნანდესი დიდი მოთამაშეა. ჩემი აზრით, არ არსებობს MLS-ის კლუბი, რომელსაც მასთან კონტრაქტის გაფორმება არ ენდომება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხავიერთან კონტრაქტი გავაფორმოთ" - განაცხადა "ორლანდოს" მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან ჰიტმა ESPN-თან ინტერვიუში.