"მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეას შემცვლელთა სია უკვე შეადგინა და იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი "იუნაიტედს" დატოვებს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახდება "წითელი ეშმაკების" კარის დარაჯი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავიდმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" და მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალს მეკარის დატოვება სურს, მისი წასვლა არც ჰოლანდიელმა გამორიცხა.
ასეთი შემთხვევისთვის კი ლუის მეკარის კანდიდატურათა სია აქვს, რომლითაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ისარგებლებს.
"მეკარეთა სია გვაქვს, რომელთაც მისი შეცვლა შეუძლიათ, რადგან ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ვან გაალმა.
დე ხეას შემცვლელთა სიაში "ჩელსის" მეკარე პეტერ ჩეხი და "ტოტენჰემის" კარის დარაჯი უგო ლორისიც განიხილებიან.