ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ამჯობინებს ლუკ შოუმ ზაფხულში ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობისგან თავი შეიკავოს.
"სამ ლომთა" მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეითი ჩეხეთში გასამართ ტურნირზე თავისი გუნდის შემადგენლობას ოთხშაბათს გამოაცხადებს და 20-წლის შოუ სავარაუდოდ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება შემადგენლობაში მოხვედრისა.
მაგრამ ვან გაალი აცხადებს, რომ შოუსთვის უმჯობესია "ოლდ ტრაფორდე" სადებიუტო სეზონის ჩატარების შემდეგ დასვენება მოიწყოს და მომდევნო წელს ახალი ძალებით შეხვდეს.
როცა ჰკითხეს ინგლისის ნაკრებში შოუს ასპარეზობაზე, ვან გაალმა უპასუხა: "არა მგონია ითამაშოს, რადგან როცა "იუნაიტედში" ვერ თამაშობს, ვერც სხვა გუნდში ითამაშებს. ეს ზაფხულზეც ვრცელდება.
მას დასვენება სჭირდება, რადგან თავის ლიმიტს უკვე მიაღწია. შოუ 19-წლისაა და აბა რას ელოდებით? ჩვენ ის უნდა დავიცვათ და იმედი მაქვს, 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ამ მიზეზს გაითვალისწინებს".