თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2015, 10:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ვერ გეტყვით დე ხეა რას მეუბნება"
ვან გაალი დე ხეას კონტრაქტს კვლავ გამოეხმაურა.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველა პოზიციის გაძლიერებას ცდილობს.

"წითელმა ეშმაკებმა" უკვე დაიწყეს ზრუნვა პოზიციების გამაგრებაზე და პსვ-ს ვინგერი მემფის დეპაი შეიძინეს.

ვან გაალს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას კიდევ მოახერხებს და დარჩება დავიდ დე ხეაც, რომელსაც ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.

"პრესაში იმდენ რამეს წერენ, რომ შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს ვყიდულობ, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. ტრანსფერი - ეს პროცესია და არა რაღაც: "მე ეს ბიჭი მინდა და ის მოვა". ყოველთვის სამი ნაწილი აქვს - მოთამაშე, კლუბი და ჩვენ. ასე ადვილი არ არის.

საკითხავი ის არ არის, რამდენი ფეხბურთელია გუნდში, არამედ ის, თუ როგორი ბალანსი გვაქვს. როცა ყოველ პოზიციაზე ორი ერთნაირი დონის ფეხბურთელი მყავს, მაშინ ბედნიერი ვარ".


სხვა ფეხბურთელების შეძენის შესახებ ვან გაალმა განაცხადა: "სამი ნაწილი არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ფეხბურთელია. ამ პრეს-კონფერენციაზე უკვე ვთქვი და აღარ გავიმეორებ. არ მინდა გამეორება. ძალიან კარგი სკაუტთა კომისია გვყავს".


როცა დავიდ დე ხეას მომავლის შესახებ ჰკითხეს, ვან გაალმა უპასუხა: "როცა ამას მეკითხებით, ეს სულაც არ არის დამოკიდებული "მანჩესტერ იუნაიტედზე", არც ჩემზე, რადგან ჩვენ მისი დარჩენა გვინდა. მან უნდა მოაწეროს ხელი, მას უნდა უნდოდეს "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა. არ ვიცი, რატომ ვერ გადაწყვიტა აქამდე. ვერც იმას გეტყვით, მე რას მეუბნება. გვინდა რომ დარჩეს და იმედი მაქვს, ასეც მოიქცევა".

წყარო: manutd.com

ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 მაი 2015 10:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია. ამდენ ხანს ვერ მოიფიქრა? რას ელოდება? ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, დავიჯერო იმის არ სჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს გადავახავთ? ხელფასი არ აკმაყოფილებს? გუნდის ამბიცია? ფული იხარჯება, ფეხბურთელები მოდიან, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარის სტატუსს ვთავაზობთ, ბოლოს და ბოლოს არის კლუბში, სადაც ასეთ დონემდე ავიდა და სადაც ასე ძალიან უყვართ. მადრიდში რას ხედავთ კაცო ასეთს? ერთი რომ შეგეშლება და სტადიონი სტვენაში აგიკლებთ ეს პერსპექტივა გხიბლავთ? არც ისაა ნაკლები კლუბი, მაგაში ეჭვი არ არის, მაგრამ ხომ არსებობს სხვა რაღაც ფასეული არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
16 მაი 2015 10:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედი კი არ უნდა გქონდეს უნდა უბრძანო შე ბაჯაღლო კროსვორდა. მოიესმა რუნის მოაწერინა ხელი შენ დათოს ვერ მოაწერინებ ხელს?
0
№3
ავტორი: RojoDiablo
16 მაი 2015 10:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
უბრძანო მართლა შეგირდი და ჩმორი კი არაა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
16 მაი 2015 10:44
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

იცი როგორი თემაა? ამდენი ხანია რომ არ აწერს ხელს რამე სხვა უნდა მოიგონო თუ გინდა რომ დარჩეს. ხედავ რომელიმე ხერხი არ მოქმედებს სხვანაირად უნდა მიუდგე და გადალაახინო ეგ ბარიერი ისე რომ შენი სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი. ეს კიდე მგონი დეპეშებით ელაპარაკება ფეხბურთელებს.
0
№5
ავტორი: tupaca
16 მაი 2015 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ქალის თემაა რა...
0
№6
ავტორი: temo-scholes
16 მაი 2015 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
zustad misi sheyvarebulis bralia ro gadawyvetilebas ver igebs aqamde... Imena darwmunebuli var datos unda chventan, magram is vitom lamazi uburgavs tvins...:)
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 მაი 2015 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვან გაალის სიტყვებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დე ხეას მაგიდაზე მანჩესტერის მიერ შეთავაზებული კონტრაქტი უდევს. ვან გაალის არ იყოს არც მე ვიცი რას უცდის დე ხეა, შეიძლება მართლა ქალის თემაა ეგ არავინ იცის, მაგრამ დე ხეას თუ უნდა წინსვლა, წარმატება და ხალხის სიყვარული აუცილებლად უნდა დარჩეს. მე მჯერა დე ხეასი და ეჭვიც არ მეპარება, რომ დე ხეა აუცილებლად მოაწერს ხელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს.
0
№8
ავტორი: chudikone
16 მაი 2015 11:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თავს იფასებს თუ რა მაფიააა ?! Sign that motherfucking contract !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Mufc7
16 მაი 2015 12:50
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
რა იცი,რომ სხვადასხვა ხერხს არ იყენებს მის დასარწმუნებლად? ასე ადვილად არ დათმობს თვითონ,მაგრამ თუკი დე ხეას არ უნდა დარჩენა,ვან გაალი და ყველა მისი ხერხი უძლურია მაგ შემთხვევაში. ვახოს ვეთანხმები მეც, მეც ეგ აზრი გამიჩნდა,რომ მანჩესტერის მიერ შეთავაზებული კონტრაქტი უდევს მაგიდაზე,მაგრამ თვითონ დე ხეას სურვილია ყველა შეთავაზებაზე მაღლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: GeorgeBest
16 მაი 2015 13:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ მიდის დროზე მაინც წავიდეს დაგვაწყდა ხალხს ნერვები. აქამდე მოეწერა ხელი რა. ლიგაზე დაბრუნდა გუნდი, იცის რო კიდე გაძლიერდებიან და რაღა უნდა მეტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top