Sky Sports News HQ-მ გამოცემა marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა მადრიდის „რეალს“ კონტრაქტის შესახებ შეუთანხმდა.
Sky Sports-ის რეპორტიორი ჯეიმს კუპერი ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა და შემდეგი განცხადება გააკეთა: "მისი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ერთადერთი, რაც ნამდვილად შემიძლია გითხრათ, მას არავითარი კონტრაქტი არ შეუთანხმებია "რეალთან".
სიტუაცია მდგომარეობს იმაში, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" არ სურს "ოლდ ტრაფორდიდან" დავიდ დე ხეას გაშვება. მას კონტრაქტიც შესთავაზეს. ხოლო ის ფაქტი, რომ დე ხეა სხვა კლუბთან მოლაპარაკებებს მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ასეთი არაფერი ხდება, ეს თემა არც კი განიხილება, რადგან ის ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია".