ინგლისური წყაროების თანახმად "ბრაგასთან" მატჩი ნანისთვის ბოლო იქნება "სპორტინგის" შემადგენლობაში. აღნიშნული მატჩის შემდეგ პორტუგალიელი სამშობლოს დატოვებს და კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იქნება.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორების თანახმად ვან გაალს არ სურს ნანის დაბრუნება და ზაფხულში პორტუგალიელს გაყიდვას უპირებს. ნანის სატრანსფერო ფასი 15 მილიონია, ამავდროულად პორტუგალიელს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს რაც ართულებს მის გაყიდვას.
თვითონ ნანის არა ერთხელ აღუნიშნავს, რომ მანჩესტერი მისი სახლია და ელოდება სახლში დაბრუნებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ ნანი "იუნაიტედში" დაბრუნდება და ამის შემდეგ უკვე გადაწყდება მისი მომავალი.
ნანიმ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ითამაშა. მან 13-ჯერ მოახერხა გოლის გატანა, ხოლო 10-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.