დავიდ დე ხეამ მადრიდის "რეალთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
ესპანელ მეკარეს მომდევნო წელს "იუნაიტედთან" დაკავშირებული კონტრაქტი ეწურება და მას აქტიურად უკავშირებენ "რეალს", სადაც მისი სახით იკერ კასილიასის ჩანაცვლებას გეგმავენ.
ესპანური გამოცემა Marca კი ირწმუნება, რომ 24-წლის კიპერმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი, რომლის თანახმად წელიწადში 4 მლნ. ფუნტს მიიღებს.
დეტალები დარჩათ გასარკვევი მანჩესტერულ და მადრიდულ კლუბს, თავად მეკარის კონტრაქტი კი ხუთიდან ექვს წლამდე ვადას ითვლის.