ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ ლუკ შოუ და უეინ რუნი "არსენალის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
შოუმ ტრავმა "კრისტალ პალასის" ფეხბურთელთან შეჯახებისას მიიღო და მოედანზე ადგილი ჯონი ევანსს დაუთმო, უეინ რუნიმ კი პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ვერ მოახერხა და მის ნაცვლად რადამელ ფალკაო გამოვიდა.
რობინ ვან პერსი მზად არის თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდეს, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრის წინ მას ვირუსი აღენიშნებოდა. მწყობრშია ანხელ დი მარია და მისი თანამემამულე მარკოს როხოც.
"არსენალთან" მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ვან გაალს პირველად შოუსა და რუნის შესახებ ჰკითხეს, რაზეც უპასუხა: "სიტუაცია ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, თამაშს ვერ შეძლებენ. ვერც ერთი მათგანი.
ცოტა დრო დარჩა. მხოლოდ ერთი მატჩი გვაქვს ამის შემდეგ, ამიტომ ვფიქრობ, ისინი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებენ.
ანხელ დი მარიასა და რობინ ვან პერსის თამაში შეუძლიათ. ამ კვირას როხო ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, თამაში მასაც შეუძლია", - განაცხადა ვან გაალმა.