თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2015, 16:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2518,
კომენტარები: 17
"იუნაიტედზე" გამარჯვებით სიმბოლურ განცხადებას გავაკეთებთ"
არსენ ვენგერი მატჩის წინ.
"არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ზედიზედ მეორედ დამარცხება მის გუნდს სიმბოლური განცხადების გაკეთების საშუალებას მისცემს.

"მეთოფეებმა" გაზაფხულს უკვე მოახერხებს "წითელი ეშმაკების" დამარცხება "ოლდ ტრაფორდზე", როცა ინგლისის თასის მეოთხედფინალში გაიმარჯვეს. კვირას კი ვენგერის გუნდი "ოცნების თეატრზე" კიდევ ერთ ვიზიტს გამართავს, ამჯერად პრემიერ ლიგის ეგიდით.

ფრანგი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ თუ მისი გუნდი კვლავ მოახერხებს გამარჯვებას, ეს ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის დამატკიცებელი იქნება.

"პირველ ყოვლისა, შეგვიძლია ჩვენსა და "იუნაიტედს" შორის სხვაობა მათემატიკურად გავზარდოთ და სამეულში ადგილი გავინაღდოთ. ასევე შეგვიძლია სიმბოლური განცხადება გავაკეთოთ, რადგან წინა ჯერზე ინგლისის თასის გათამაშებაში მოვიპოვეთ გამარჯვება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა ამის გამეორება.

იქ ზედიზედ მეორედ მოგება კიდევ უფრო ძლიერ დაგვარწმუნებდა საკუთარ ძალებში და იმაში, რომ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს ჩვენი პროგრესის დასტური იქნებოდა. ბოლო წლებში "ოლდ ტრაფორდი" ჩვენთვის რთული ადგილი იყო და ახლა გვინდა დავამტკიცოთ, რომ პროგრესს მივაღწიეთ.

მომწონს იქ თამაში, რადგან შესანიშნავი სტადიონია. "ოლდ ტრაფორდთან" კარგი, ფანტასტიკური და ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ.

იანვრის შემდეგ სტაბილურად ვთამაშობთ და გასვლით მატჩებშიც ძლიერები ვართ. ნებისმიერი შედეგი დადებითი იქნებოდა, ფრე და მოგება კი შესანიშნავი" ,
- განაცხადა ვენგერმა "იუნაიტედთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 16:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სიმბოლური ის უფრო იქნებოდა, ამათი მოგებათა სერიაც ჩვენ რომ შეგვეწყვიტა, მაგრამ სუონსიმ შანსი მოგვცა თავის ტკივილი ავირიდოთ თავიდან და ისე გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. მეეჭვება მერე არსენალმა ის გამოტოვებული შეხვედრა წააგოს, მაგრამ სანდერლენდს ისე სჭირდება ქულები, რომ არაფერია გამორიცხული. თავის ჩვენ ეგეთი ჰალი გვყავს მერე, თუმცა მაგას ვინ ჩივის. "არსენალთან" კარგი სტატისტიკა გვაქვს და არ უნდა გავიფუჭოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Ferguson
15 მაი 2015 16:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
4-0, 5-1 თუ მოვუგებთ რეალური ალბათობაა იმის რო სამეულში შევალთ, მოგება ნებისმიერ შემთხვევაში გვინდა, პრესტიჟის საქმეა უბრალოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№3
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 16:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Ferguson,
თუ მოვიგეთ ალბათობა ისედაც არის. იმ გამოტოვებულ მატჩზე და ბოლო ტურზე იქნება მერე ყველაფერი დამოკიდებული. ისე კი ეგ ოთხი ბურთი არ გვყოფნის, 7 გოლს გვიგებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: A.HERRERA
15 მაი 2015 16:58
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მაიკლი დაგვაკლდება ძალიან არსენალთან მარა მის გარეშეც უნდა მოვიგოთ იქნებ მართლა გავიიდეთ მესამეზე
0
№5
ავტორი: Ferguson
15 მაი 2015 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
RojoDiablo,
ალბათობა არის, მაგრამ უფრო მცირე, თუ უბრალოდ დაბალი ანგარიშით მოვიგებთ, და ჰალსაც მოვუგებთ, მაშინ არსენალმა დარჩენილი 2 თამაშიდან აუცილებლად უნდა წააგოს ერთი თამაში რო ჩვენ გავიდეთ სამეულში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო თუ ჩვენ მოვუგებთ სიტყვაზე 4-0 ს, მაშინ დღევანდელი ბურთების სხვაობა-7 შეიცვლება როგორ? არსენალს 4 ით მეტი ბურთი ექნება გაშვებული და მანჩეს 4ით მეტი გატანილი, ანუ ბურთების სხვაობა იქნება +1 ჩვენს სასარგებლოდ, ამის მერე არსენალმა 1 ფრეც რო ითამაშოს უკვე ჩვენ გავდივართ სამეულში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№6
ავტორი: RojoDiablo
15 მაი 2015 17:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Ferguson,
ჰო, ის აღარ დავთვალე, რომ არსენალს დააკლდება wink ალბათობის ცვლილება რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ თუ მოვიგებთ, ალბათობა ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
15 მაი 2015 17:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ.

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და მოგების საშუალება არ მივცეთ. უნდა მოვუგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: rezimankunia
15 მაი 2015 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Arsenali yoveltvis iyo meotxe adgilis gundi da yoveltvis aseikneba
0
№9
ავტორი: tupaca
15 მაი 2015 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
არსენ ფეხი არ დაიდგა :D
0
№10
ავტორი: Rooni
15 მაი 2015 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Unda movugot meti gza argvaq
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top