"არსენალის" თავდამსხმელი დენი უელბეკი კვირას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს.
უელბეკმა უკვე ჩაატარა მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მეტოქის რანგში და სწორედ მისი გოლის დახმარებით მოიპოვა "არსენალმა" გამარჯვება ინგლისის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში. მას შემდეგ კი ინგლისელმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა მხოლოდ სამჯერ მოახერხა.
"მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კი აცხადებს, რომ მისი შეგირდი ყოფილი გუნდის წინააღმდეგაც ვერ მოახერხებს თამაშს.
"მინდოდა უელბეკს კვირას ეთამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის გარეშე მოგვიწევს თავის გართმევა", - განაცხადა ვენგერმა.