"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარს მოუწოდა, რომ სტივენ ჯერარდი აპლოდისმენტებით გააცილონ.
"ლივერპულის" ნახევარმცველი სეზონის ბოლოს ინგლისურ კარიერას საბოლოოდ ასრულებს და სათამაშოდ ამერიკაში გადაბარგდება.
გასულ ტურში "სტემფორდ ბრიჯზე" "ლივერპულის" ერთადერთი გოლის ავტორს "ჩელსის" ქომაგი შეცვლაზე გასვლის დროს აპლოდისმენტებით შეხვდა, პოლ სქოულზი კი "იუნაიტედის" ქომაგს მოუწოდებს, რომ ასევე მოიქცნენ.
"მეეჭვება სტივენ ჯერარდს თავის ბოლო დიდ მატჩში აპლოდისმენტები დაემსახურებინა, "სტემფორდ ბრიჯის" ნაცვლად კვირას "ოლდ ტრაფორდზე" რომ ეთამაშა. ჩემს ზოგ მეგობარს, რომელიც "იუნაიტედს" უჭერს მხარს, ჩემში ეჭვი შეეპარება, როცა ამას ვიტყვი, მაგრამ ასევე ვიცი, რომ მრავალი მათგანი, ისევე როგორც, "ჩელსის" ქომაგები, პატივს სცემენ ფეხბურთელს, რომელიც ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო.
გამიხარდა, როცა ვნახე, რომ "ჩელსის" გულშემატკივარი ჯერარდს ტაშს უკრავდა. მართალია რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს, მაგრამ ამან აჩვენა, რომ როცა საჭიროა, შეგვიძლია ჩვენი დაპირისპირება გვერდით გადავდოთ. არ მახსენდება, ასეთი რამ მეც გადამხდენოდეს. იქნებ, როცა მეც შემცვალეს გამომშვიდობებისას! როგორც "სტრეტფორდ ენდის" სეზონური აბონიმენტის მფლობელმა, ჯერარდს ტაში დავუკარი. ჩემს ირგვლივ მსდომ რამდენიმე ადამიანს გაუკვირდა, მაგრამ რამდენიმე მათგანი იმავეს აკეთებდა".