"მანჩესტერ იუნაიტედი" შიშობს, რომ დაკარგავს დავიდ დე ხეას, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით ერთი წელი აკავშირებს კლუბთან, ახლის გაფორმებას კი არ ჩქარობს.
ამასთან დაკავშირებით ვან გაალი მზად იყო უგო ლორისი შეეძინა, თუმცა "ტოტენჰემის" მიერ შეფასებული 25 მლნ. ფუნტი გადაჭარბებულად ეჩვენა.
"დეზებმა" ასე ძვირად საფრანგეთის ნაკრების მეკარე იმიტომ შეაფასეს, რომ მასთან განშორება ლონდონელთა ინტერესში არ შედის.
შედეგად, ვან გაალმა თავისი ყურადღება "სტოკის" მეკარე ასმირ ბეგოვიჩს მიაპყრო, რომელსაც დე ხეას მსგავსად ერთი წელი რჩება მოქმედი კონტრაქტის მიხედვით და რომლის ფასი 8 მლნ. ფუნტია.
ასმირით სერ ალექს ფერგიუსონიც ინტერესდებოდა, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა, 27-წლის ბოსნიელი კიპერი კი მზადაა ახალი კარიერული გამოწვევისთვის.