პსვ-ს ვინგერის, მემფის დეპაის სატრანსფერო ღირებულება მომავალში შესაძლოა 31 მლნ. ფუნტი გახდეს.
გასულ კვირას, "წითელმა ეშმაკებმა" 21-წლის ჰოლანდიელი, რომელიც პსვ-ში უქმეებზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს, 24.6 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს.
ორშაბათს კი დეპაი მანჩესტერში ჩაფრინდება, რათა "იუნაიტედთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. ხოლო სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "იუნაიტედის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
ორ კლუბს შორის შემდგარი მოლაპარაკება სატრანსფერო ღირებულების გარდა ბონუსებსაც ითვალისწინებს, რომლის შედეგად დეპაის ფასი 6.5 მლნ. ფუნტით მოიმატებს და 31 მლნ. ფუნტამდე გაიზრდება