ლუიშ ნანი "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მოუწევს თავის გეგმებში ლუიშ ნანის ადგილი გამოუძებნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს დიდი დანაკარგების განცდა მოუხდება.
ორი სეზონის წინ დევიდ მოიესმა, რომელიც მაშინ "წითელ ეშმაკებს" წვრთნიდა, პორტუგალიელთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ნანი კვირაში ხელფასის სახით 100 ათას ფუნტს იღებს.
მიმდინარე სეზონს ნანი ლისაბონის "სპორტინგში" იჯარის წესით ატარებს, მაგრამ მის ხელფასს კვლავ "იუნაიტედი" იხდის, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა პორტუგალიური კლუბიდან მარკოს როხოს გადაბირების.
28-წლის ვინგერი შესანიშნავ სეზონს ატარებს მშობლიურ გუნდში, მაგრამ "სპორტინგს" არ ძალუძს ნანი გამოისყიდოს. ამიტომ სეზონის ბოლოს ლუიში "იუნაიტედს" დაუბრუნდება.
ნანის ხელფასი დარჩენილი კონტრაქტის ვადით გათვალისწინებული მთელი თანხით 17 მლნ. ფუნტს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ "იუნაიტედი" ვერ იპოვის მყიდველს, რომელიც ნანის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მის ტრანსფერში 12 მლნ. ფუნტის გადახდას შეძლებს, ვან გაალი ვალდებული იქნება ფეხბურთელი თავის კლუბში დააბრუნოს, ან მასთან განშორების სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელს კომპენსაციის სახით 17 მლნ. ფუნტი გადაუხადოს.
ნანის სათამაშო პრაქტიკით უზრუნველყოფა კი ადვილი არ იქნება, რადგან ამჟამად "ოლდ ტრაფორდზე" ვინგერების მრავალრიცხოვნება შეიმჩნევა. ეშლი იანგს, ანტონიო ვალენსია, ანხელ დი მარიას, ადნან იანუზაისა და ანდრეა პერეირას მემფის დეპაიც შეემატა.
წყარო:
independent