კრიშტიანუ რონალდუ მზადაა "რეალი" დატოვოს და თუ მისი შეძენა ხელმისაწვდომი იქნება, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულ კლუბთა სიაში პირველ ადგილზე იმყოფება.
ყველაზე პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Sun ირწმუნება, რომ ოქროს ბურთის მფლობელი სეზონის ბოლოს "ბერნაბეუს" დატოვებს, ამის შესახებ კი კვირის ბოლოს განაცხადებს.
"იუნაიტედის" სახელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ რონალდუს, რომელმაც 2009 წელს სწორედ "წითელი ეშმაკების" რიგებიდან მიაშურა ესპანურ გრანდს და მასში იმ დროისთვის რეკორდული თანხა 80 მლნ. ფუნტი იქნა გადახდილი.
ლუი ვან გაალს კი პორტუგალიელის დაბრუნება 70 მლნ. ფუნტი დაუჯდება.
ჭორებს კიდევ უფრო ამყარებს "რეალის" ყოფილი მეკარე აგუსტინ როდრიგესის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ დანამდვილებით იცის, რომ სეზონის ბოლოს კრიშტიანუ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთა რიგებს დატოვებს.
"ვფიქრობ, იკერ კასილიასი ნამდვილად წავა. რონალდუც ასე მოიქცევა. ეს უკვე გარკვეულია.
ყველაფერს მომდევნო ოთხშაბათს გავრცელებული ახალი ამბავით გავიგებთ", - განაცხადა როდრიგესმა.