"არსენალის" ნახევარმცველ ჯეკ უილშირს სჯერა, რომ მის გუნდს შეუძლია "სუონსისთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება "ოლდ ტრაფორდზე" მოახერხოს და "იუნაიტედი" დაამარცხოს.
ორშაბათს "მეთოფეები" საკუთარ სტადიონზე "გედების" წინააღმდეგ 0:1 დამარცხდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ არსენ ვენგერის გუნდი კვლავ დგას მეოთხე ადგილზე გასვლის საფრთხის წინაშე, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშს ავალდებულებს.
ამჟამად მეოთხე ადგილს "იუნაიტედი" იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ "არსენალთან" 2-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, თუმცა ლონდონელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ჯეკს კი სჯერა, რომ მის გუნდს შეუძლია "წითელი ეშმაკების" დამარცხება და მესამე ადგილის განაღდება.
"ინგლისის თასზე მიმდინარე სეზონში უკვე ვითამაშეთ იქ და გავიმარჯვეთ, ასე რომ, ვიცით რა არის ამისთვის საჭირო. სტუმრად ჩასვლის წინ ჩვენი თავდაჯერებულობა მაღალია, მაგრამ კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ.
უბრალოდ იფიქრო, რომ მათ მოვუგებთ, რადგან ერთხელ უკვე მოვუგეთ, კარგი არ არის. კარგად უნდა ვითამაშოთ, ბევრი ვიშრომოთ და გამარჯვების უფლება მოვიპოვოთ", - განაცხადა უილშირმა.