თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2015, 10:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 6
MUST-მა გლეიზერებს ბრალი დასდო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერთა გაერთიანებამ გლეიზერებს ბრალი დასდო.
MUST-მა გლეიზერებს ბრალი დასდო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერთა გაერთიანებამ (The Manchester United Supporters Trust) კლუბის მფლობელებს, გლეიზერების ოჯახს ბრალი დასდო, მათი მტკიცეით ბიზნესმენებმა "იუნაიტედისგან" მილიარდი ფუნტი მიიღეს.

MUST-მა გლეიზერების მფლობელობის 10-წლის იუბილე ახალი შეტევისთვის გამოიყენა. გაერთიანება მიიჩნევს, რომ კლუბის მფლობელები საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

"იუნაიტედის" შესყიდვის ისტორია კარგად არის ცნობილი - 2005 წელს ბიზნესმენებმა 790 მლნ. ფუნტის ოდენობის შეთანხმება გააფორმეს, რაც შემდეგ ვალის სახით კლუბს გადაეცა. MUST-ი კი ამტკიცებს, რომ ამან "ეშმაკებს" ევროპაში დომინირებად ძალად ქცევაში ხელი შეუშალა.

"არც ერთი პენის ინვესტირების სურვილს ნებისმიერი კლუბის გულშემატკივარი აღიქვამდა, როგორც "პირად დანაშაულს", მაგრამ გლეიზერებმა გაცილებით უარესი რამ გააკეთეს, "მანჩესტერ იუნაიტედისგან" კოლოსალური თანხები აიღეს.

თუ დავითვლით კლუბის შეძენის საფასურის ყველა პროცენტსა და ჯარიმას, პლუს მათ მიერ პირდაპირ გადახდილ თანხას, პლუს კლუბის ვალს, მაშინ გამოვა, რომ გლეიზერებმა უკვე მილიარდ ფუნტზე მეტი მიიღეს და ეს თანხა იზრდება.

ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მფლობელს, არც ერთ ქვეყანაში, არასდროს აუღია კლუბისგან ამდენი თანხა.

როცა გლეიზერებმა 2005 წელს კლუბი შეიძინეს, უკვე გვყავდა გასაოცარი ახალგაზრდა გუნდი, რომელშიც რონალდუ და რუნი შედიოდნენ.

კლუბში ინვესტიციის ჩადების გაგრძელების შემთხვევაში ევროპაში წლების განმავლობაში დომინირებად ძალად უნდა ვქცეულიყავით, მაგრამ გლეიზერებმა ეს მომენტი ხელიდან გაუშვეს. და მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მოედანზე გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მათ შორის ევროპაშიც, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ათწლეული.

"იუნაიტედს" "ლივერპულის" შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა და ევროპაში ხუთ თასზე მეტი მოეგო. თითქოს ეს სავსებით შესაძლებელი იყო, რომ არა ფინანსური შეზღუდულობა გლეიზერებისგან",
- ნათქვამია MUST-ის განცხადებაში.

წყარო: fapj.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2015 10:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთხელ რომ ძლიერ შესცოდავ, პატიება მერე ძნელია, მაგრამ როცა საჭირო გახდა, გუნდს მხარი დაუჭირეს. თანხაც გამოყეს და საჭირო კაციც მოიყვანეს გუნდში, ვან გაალის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებენ და შენაძენებსაც ახორციელებენ. მეტი რაღა გააკეთონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მაი 2015 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეიძლება გლეიზერებმა მართლა მიიღეს კლუბისგან ამხელა თანხა, მაგრამ ის რომ ორი ფინალი წავაგეთ ბარსელონასთან გლეიზერების ბრალია??? belay
კიი ყველამ ვიცით, რომ კლუბს დიდი ვალი აქვს, თუმცა მიუხედავა ამისა მანჩესტერს ნებისმიერი თანხის გადახდა შეეძლო ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მაგრამ თვითონ ფერგი იყო ასეთი, არ უყვარდა ბევრი ფულის ყრა. თავის წიგნშიც წერს, რომ არანაირი შეზღუდვა არ ქონდა გლეიზერებისგან ფინანსური თვალსაზრისით. კიი შეიძლება პირადი ინტერესები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა კლუბს რამე დაჭირვებია უარი არ უთქვამთ, მარტო შარშანდელი სეზონის გახსენებაც კმარა ამისთვის. წელსაც დარმუწნებული ვარ, რომ ვან გაალი იმდენს დახარჯავს რამდენსაც მოინდომებს, ასე რომ ცამდე მართალი არც ეს გაერთიანება არაა.
0
№3
ავტორი: VaRdo
13 მაი 2015 18:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რა გაუტრაკეს ამ გლეიზერებს საქმე? აი ღირსები არიან ლივერპულის ფანები იყვნენ და მერე მიხვდებიან რამხელა ფუფუნებაა გლეიზერი როცაა შენი უგნდის მფლობელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
13 მაი 2015 19:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატო ერჩიან ამათ, როცა დასჭირდა გუნდს თანხები გამოყვეს, მაგაზე პრობლემა არ იქმნება და არც შეიქმნება. ფულს თუ აკეთებენ შეარგოთ ღმერთმა ესენი რას დაეძებენ
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
13 მაი 2015 21:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი რა ესენიც მაგარი ჩათლახები არიან, მაგრამ ბოლო ბოლო რას ერჩიან , ამათმა კლუბს დაუჭირონ მხარი და ვინ ვისგან რას აიღებს არ არის ამათი საქმე
0
№6
ავტორი: AkkRed
14 მაი 2015 12:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Rosso Diavolo,

ზუსტად კლუბს რომ უჭერენ მაგიტომ აქვთ პრეტენზია, რომ არა ამათი ჟმოტობა ეხლა ლიგის ფინალში ვიქნებოდი და ოცი პრემიერ ლიგა კი არა ვინ იცის 25-ეც გვექნებოდა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top