12 მაისს გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელშიც "წითლებმა" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.
"იუნაიტედმა" შეხვედრაში სწრაფი გოლის გატანა შეძლო. მატჩის მე-5 წუთზე თავი უილსონმა გამოიჩინა. მიუხედავად უხვად შექმნილი საგოლე მომენტებისა, პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარი იგივე სცენარით განვითარდა, თუმცა პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მაყურებელმა სამი გატანილი გოლი იხილა და სამივე "სიტის" კარში. შეხვედრის 53-ე წუთზე თავი ადნან იანუზაიმ გამოიჩინა. გოლის გატანა ასევე შეძლეს ფლეტჩერმა და უილოკმაც, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ორი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ადნან იანუზაი 73-ე წუთზე ფლეთჩერმა შეცვალა, ხოლო უილსონის ნაცვლად მინდორზე ელ-ფიტური გამოჩნდა.
სათადარიგო სკამი: ოჰარა, რიდი, უილოკი, ელ-ფიტური, ფლეთჩერი.
"იუნაიტედი" 99% დივიზიონის ჩემპიონია. ძალიან ცოტაა შანსი ტიტულის ვერ მოპოვების, რამეთუ "ჩელსიმ" დარჩენილ ორ შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს, ხოლო "იუნაიტედი" ბოლო ტურში უნდა დამარცხდეს.
"იუნაიტედი" ბოლო ტურში კვლავ "სიტის" დაუპირისპირდება, რადგან პირველი წრის მატჩი გადადებული იქნა. აღნიშნული შეხვედრის გასამართი დრო ძალიან მალე იქნება ცნობილი
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.