თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2015, 08:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2044,
კომენტარები: 6
ნევილი: "რას შესძენს დეპაი "იუნაიტედს"
გარი ნევილი დეპაის თამაშს მიმოიხილავს.
ნევილი:
"ამჟამად მარცხენა ვინგერის პოზიციას ეშლი იანგი იკავებს და თავის ვალდებულებებს კარგად უმკლავდება. "იუნაიტედი" იყენებს ხუან მატას, მოედანზე დი მარია ამჟამად არ გამოდის, ისევე როგორც, იანუზაი. სეზონის დასაწყისში შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ სწორედ ეს ორი უკანასკნელი ფეხბურთელი დაიკავებდა ვინგერების პოზიციას. ვალენსია მარჯვენა მცველის ამპლუაში მოქმედებს, ამ პოზიციის გაძლიერება სჭირდებათ. "იუნაიტედმა" კი პოტენციალი იყიდა. გასაგებია, რომ დეპაიმ ჰოლანდიაში ბევრი გოლი გაიტანა.

შევხედოთ ვიდეოს. ეს კლიპი მომწონს. დეპაის ყველაზე უკეთ ესმის, მოედანზე სად უნდა იმყოფებოდეს. ამ ასპექტში დიდებულია. თუ ყურადღებას მიაქცევთ მარჯვენა ქვედა კუთხეს...

ნევილი: "რას შესძენს დეპაი "იუნაიტედს"


დიახ, ჰოლანდიის ფარგლებს გარეთ მოთამაშე ვინგერებს შეუძლიათ მცველი ცრუ მოძრაობით მოატყუონ, განსაკუთრებით ინლისელ ვინგერებს, მაგრამ შეხედეთ რას აკეთებს დეპაი - უბრალოდ ფანტასტიკაა. მოქმედება, ერთი, ორი, სამი - მცველი მას აქცევს ყურადღებას, დეპაი თავისი პოზიციის უპირატესობას იყენებს. გაჩვენებთ სრულ სისწრაფეზე, რათა მისი სიჩქარე და სიძლიერე შეაფასოთ. ძალიან კარგად კითხულობს თამაშს, იცის, როგორ მივიდეს ბურთამდე. სხვათაშორის, ბრწყინვალედ.

ერთი შეხებით თამაში მაღალ დონეზეა და მას ვერც დაეწევი. მისი სისწრაფე, ბურთთან შეხება, გოლების გატანის უნარი, კარგი მოძრაობა... საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს მანჩესტერში ადაპტირებას. დრო დასჭირდება. შეძლებს კი პსვ-დან "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი უნარების გადატანას? სულ სხვა ფეხბურთი. მას გოლები გააქვს შორი მანძილიდან, შესანიშნავად ასრულებს საჯარიმოებს. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვინგერებით უნდა ითამაშოს. ვინგერებით, რომლებიც მოწინააღმდეგეს ასწრებენ, ატყუებენ, საჯარიმოში გადაცემებს აკეთებენ, გოლებს იტანენ. ეს სულისკვეთებას ქმნის და ეს აუცილებელია, რადგან ფლანგის შემტევ ნახევარმცველთა ზონაში მიმდინარე სეზონში ხანდახან პრობლემები იქმნებოდა".

ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
13 მაი 2015 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
axali ronaldo da robeni ertad viyidet...:D:p
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მაი 2015 09:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა მაგარი ვინგერია და აფსოლიტურად ვეთანხმები გარის იმაში, რომ მანჩესტერმა იმ ვინგერებით უნდა ითამაშოს, რომლებიც არიან ძალიან სწრაფები, შეუძლიათ კაცის მოტყუება და შემდეგ საჯარიმოში ჩაწოდება ან თუნდაც გოლის გატანა. რაც შეეხება დეპაის მოძრაობებს,გარდა იმისა რომ ძალიან სწრაფია, აშკარად ჩანს რომ ეს ფეხბურთელი მოედანზე აზროვნებს. იცის სად და როდის გაიქცეს და ეს ძალიან დიდი პლიუსია ფეხბურთელისთვის. არ ვიცი ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე პირადად მგონია რომ დეპაის მანჩესტერთან ადაპტირება საერთოდ არ გაუჭირდება, მეტიც ის იმაზე მალე გაივლის ადაპტირებას ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია...
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2015 10:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დეპაის სახით ჯარიმების შემსრულებელსაც თუ შევიძენთ, არანაკლებ გამიხარდება. სხვა თუ არაფერი, დამატებითი შანსია ეს ყოველთვის და ლამაზი გამოდის. დროს რაც შეეხება, მიეცემა, მაგრამ იმედია, მთელ სეზონს არ მოითხოვს მისი ადაპტაცია. ჯერ ტურნეზე ვნახავთ და მერე თანდათან გვაჩვენებს ყველაფერს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
13 მაი 2015 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ყველაფერ სიკეთესთან ერთად ფიზიკურადაა ძლიერი და ეგ მაგრად გაუადვილებს ადაფტაციას, ისევე როგორც რონალდუს თავის დროზე. გადახედეთ დიმარიას, ფალკაოს და ა.შ. სუპერსტარებს, ვერ ქაჩავენ ძალისმიერ ორთაბრძოლებში პრემიერლიგაში და იჩაგრებიან ხშირად.
0
№5
ავტორი: VaRdo
13 მაი 2015 18:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხო ფიზიკურად მაგრადაა და ეს დიდი + არის პრემიერ ლიგაში. დი მარიას ერთ მხარს მირკავენ და დაბლა გდია იმენა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: GeorgeBest
13 მაი 2015 19:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უფრო სწრაფი შემტევები გვეყოლებიან. დი მარია მოვიდეს აზრზე და სხვა ფეხბურთს დადებენ საერთოდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top