თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2015, 19:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 9
მოლაპარაკებებს როჯერსის ნაცვლად ეირი მართავდა
"ლივერპული" დეპაის შეძენას ნამდვილად ცდილობდა.
მოლაპარაკებებს როჯერსის ნაცვლად ეირი მართავდა
მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ინფორმაცია უარყო, "მერსეისაიდელები" მაინც მართავდნენ მოლაპარაკებებს მემფის დეპაის შესაძენად.

მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა 22-წლის ჰოლანდიელის ტრანსფერი, როჯერსმა განაცხადა, რომ ის არც კი განიხილავდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ვინგერის გადაბირების ვარიანტს.

თუმცა პსვ-ს სპორტულმა დირექტორმა მარსელ ბრენდსმა აღიარა, რომ ფეხბურთელის თაობაზე მასთან მოლაპარაკებებს მისი კოლეგა იან ეირი მართავდა.

"მემფისისადმი ინტერესს სამი კლუბი იჩენდა და თითოეულ მათგანს ვეუსაბრეთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ იცოდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ფეხბურთელზე იყო.

პირადად როჯერსთან არ მისაუბრია, მაგრამ შევხვდი იან ეირს. ვიცი, რომ დანიელ სტარიჯთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, ამიტომ შესაძლოა, სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.

"ლივერპულში" არ ვმუშაობ, მათ სატრანსფერო პოლიტიკას არ ვიცნობ და ეს არც არის ჩემი საქმე. "იუნაიტედი" ძალიან სწრაფად მოქმედებდა, მემფისმა კი მათი ინტერესის გაგებისთანავე შეცვალა გადაწყვეტილება. არჩევანი "იუნაიტედის" სასარგებლოდ გააკეთა და ამის გამო მოხარულები ვართ",
- განაცხადა ბრენდსმა.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 მაი 2015 20:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმან თქვა არაო და... ნუ რაღა აზრი აქვს ახლა. უფრო მეტი მოტივაცია ექნება, როცა ლივერპულში ჩავა ენფილდზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: abrama
12 მაი 2015 20:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
აუ მიდით რა გრიზმანი იყიდეთ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება თავდასხმაში. ძლიერი სწრაფი და კარგი დარტყმაც აქვს. და რსც ყველაზე მთავარია ახალგაზრდაა
0
№3
ავტორი: Mufc7
12 მაი 2015 20:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჭკვიანი ბიჭია:დ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
12 მაი 2015 21:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
abrama,
თითქმის ჩელსის ფეხბურთელია გრიზმანი უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
12 მაი 2015 22:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე დიდი შანსი პსჟს ჰქონდა. აქ რომ ვან გაალის ფაქტორი არ ყოფილიყო ალბათ იქ წავიდოდა

ლივერპულს ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა
0
№6
ავტორი: abrama
12 მაი 2015 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
ვერ გაქაჩავს ჩელსიში, არ იცის მეკარეობა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
13 მაი 2015 00:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
abrama,
სულ არ მეწყინება ეგ ამბავი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როჯერს რო კითხო დეპაით არც დავინტერესუბალვართო areyoukiddingme ( ჩაისვარა და პრინციპში აბა სხვას რას იტყოდა wink )
0
№9
ავტორი: abrama
13 მაი 2015 11:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
მანჩესტერისთვის იყო კარგი ვარიანტი…
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top