"იუნაიტედი" ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, "სიტი" ბოლო ადგილზეა".
Sky Sport-მა დაადგინა პრემიერ ლიგის კლუბების მოთამაშეთა საშუალო ასაკი, რომლის მიხედვით "მანჩესტერ იუნაიტედის" საშუალო ასაკი 22,9 წელს შეადგენს, რომელიც საუკეთესო მაჩვენებელია "ინგლისის" კლუბებს შორის.
ამ სეზონში "იუნაიტედის" მაისურით ბევრმა ახალგაზრდამ ითამაშა, მაგალითად ლუკ შოუმ (19), ტაილერ ბლეკეტმა(20), პედი მაკნეირმა(19), ასევე ადნან იანუზაიმ(20) და ა.შ.
საინტერესოა, რომ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ევროპაში აროს "რეალ სოსიედადი", რომლის თავკაციც "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესია. ამ გუნდის საშუალო ასაკი 21,75 წელს შეადგენს.
1. "მანჩესტერ იუნაიტედი" – 22,9 წელი
2. "ლივერპული" – 23,07
3. "არსენალი" – 23,12
4. "ნიუკასლი" – 23,33
5. "საუთჰემპტონი" – 23,48
6. "ჩელსი" – 23,98
7. "ევერტონი" – 24,12
8. "ასტონ ვილა" – 24,12
9. "ტოტენჰემი" – 24,32
10. "სუონსი" – 24,33
11. "ვესტ ჰემი" – 25,25
12. "სტოკ სიტი" – 25,27
13. "ბარნლი" – 25,37
14. "ვესტ ბრომი" – 25,37
15. "სანდერლენდი" – 25,74
16. ქპრ – 26,08
17. "ჰალ სიტი" – 26,25
18. "კრისტალ პალასი" – 26,30
19. "ლესტერი" – 26,30
20. "მანჩესტერ სიტი" – 26,64
წყარო:
http://www.manutd.ru