„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი მუხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო 2-3 კვირას გამოტოვებს. 27 წლის ინგლისელი მოულოდნელად არ მოხვდა განაცხადში რომელ მატჩშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 4-3 ანგარიშით დაამარცხა.
მოგვიანებით, პრესასთან საუბრისას სერ ალექს ფერგიუსონმა ახსნა თუ რატომ არ იყო რუნი განაცხადში. როგორც მოსალოდნელია ტრამვის გამო რუნი გამოტოვებს 4 მატჩს ესენია : „ვესტ ბრომვიჩი“ , „უიგანი“ , „ლივერპული“ და ასევე „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ ინგლისის თასზე.
„რუნი ცდილობდა დაერტყა ბურთისთვის ჰაერში და ამიტომაც მან ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. - ამიტომ იგი გამოტოვებს 2-3 კვირას."