Sky Sports-ის ექსპერტს ჯეიმი რედნაპს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ დეპაი უახლოეს მომავალში "იუნაიტედის" ბოლო ტრანსფერი არ იქნება.
"დეპაი - ეს არის ერთი იმ უამრავ ტრანსფერთა შორის, რომელსაც "იუნაიტედი" განახორციელებს ზაფხულში. დარწმუნებული ვარ, ბევრი მოთამაშე "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს, მათ ადგილს კი ახალგაზრდები დაიკავებენ. მემფისი "წითელი ეშმაკებისთვის" კარგი შენაძენია. ჰოლანდიელს პსვ-ში მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მას შეუძლია ითამაშოს მთელი შეტევის ფრონტზე. ჩვენ ვიცით, თუ როგორ ძალიან უყვარს ლუი ვან გაალს ასეთი უნივერსალური ფეხბურთელები."
"ლუი მემფისს კარგად იცნობს, რადგან სწორედ მისი მწვრთნელობის დროს შედგა დეპაის დებიუტი ნაკრებში. ძალიან საინტერესო იქნება მათი ერთად ნახვა პრემიერ ლიგაში. მიუხედავად ამისა, ძნელია იმის თქმა, რომ ეს ტრანსფერი ანხელ დი მარიასთვისაა. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე ლუის ბევრი მოთამაშე ჰყავს."
"იუნაიტედმა" პრობლემატურ პოზიციებზე ნამდვილად უნდა შეიძინოს ფეხბურთელები. მაგალითად თუ დე ხეამ კლუბი დატოვა, მაშინ "ეშმაკებმა" მადრიდული კლუბიდან გარეთ ბეილი უნდა წამოიყვანონ, რა თქმა უნდა, დიდი თანხის ფასად, თუმცა ეს კარგი გარიგება იქნება. ესპანელის ადგილას კი შეიძლება მაგალითად პეტერ ჩეხის მოყვანა. ასევე კლუბისთვის კარგი იქნებოდა, თუ კერიკს შეცვლის წარმატებული მოთამაშე. მის გარეშე "იუნაიტედი" ძალიან სუსტია და ეს შედეგზეც აისახება."
"ასევე კლუბმა უნდა გააძლიეროს მარჯვენა მცველის პოზიცია. ვალენსია ძალიან კარგია, ის აგრესიული და ძლიერია, რომელსაც შეუძლია შეტევა - ასეთი ტიპის ფეხბურთელები ვან გაალს ყოველთვის იზიდავდა. თუმცა თუ ლუის მიეცემა მცველის პოვნის შანსი, ის ამას გამოიყენებს. ასევე ძალიან მინდა იმის ყურება, თუ რა ბედი ეწევა მარუან ფელაინის. წელს მან გუნდისათვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ რა მოხდება "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი ახალწვეულის მოსვლის შემდეგ?" - განაცხადა რედნაპმა