ანდრეა პირლო მის თანაგუნდელსა და მოსალოდნელ მატჩზე საუბრობს.
ანდრეა პირლო მიიჩნევს, რომ მანჩესტერში ყოველდღე ნანობენ პოლ პოგბას გუნდიდან გაშვებას. ეს უკანასკნელი "იუვენტუსს" 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ საჭიროზე ნაკლები სათამაშო დრო მიიღო და შემდეგ კონტრაქტზე ხელის მოწერაც იუარა.
მას შემდეგ პოლი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და სამომავლო სატრანსფერო ფანჯარაზე "სიტი", "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ფინანსურ ომს გამართავენ მის გადასაბირებლად.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრამდე, პოლ პოგბას თანაგუნდელი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ სერ ალექსმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც მას გუნდიდან წასვლის უფლება მისცა.
"როდესაც ის (პოგბა) გუნდში მოვიდა, ჩვენ მასზე ცოტა რამ თუ ვიცოდით." აცხადებს პირლო.
"ჩვენ შემდეგ არც კი გვჯეროდა, რომ კლუბმა როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", ასეთი კარგი ფეხბურთელი გაუშვა. ის ერთ-ერთ საუკეთესო ახაგალზრდა ნახევარმცველად იქცა მთელი ევროპის მანძილზე. დარწმუნებული ვარ "მანჩესტერში" ამას ნანობენ." პირლო, რომელმაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, აცხადებს რომ მას შანსი ჰქონდა "რეალ მადრიდსა" და "ჩელსიში" თამაშის, თუმცა მის გადაწყვეტილებას არ ნანობს. აგრეთვე აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვს მესამედ დაეფლოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალს.
"მე შემეძლო გადავსულიყავი "რეალში" ან "ჩელსიში", მაგრამ არაფერს ვნანობ." აგრძელებს პირლო.
"რეალი" მსოფლიოს უდიდესი გუნდია, მაგრამ როდესაც გადავხედავ ჩემს მიღწევებს "მილანის" და "იუვენტუსის" მაისურით, მე სინანულის გრძნობა არ მიჩნდება."
"მადრიდში მცირე უპირატესობით ჩავდივართ, ასე რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. მათ ტიტულის დაცვა სურთ და ვიცი რამხელა გამოცდილება აქვს დიდი თამაშის მოგების კარლო ანჩელოტის. ის ევროპის ტურნირების ექპერტია, ასე რომ თუ ჩვენ ბერლინში გამგზავრება გვინდა, არაფერი უნდა დავიშუროთ."
"ბერლინს ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მე იქ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. ვიცით რომ ფავორიტებად არ გვთვლიან, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მატჩის ბედის გადასაწყვეტად. "იუვენტუსი" ძველ დიდებას იბრუნებს და ამ ტიტულის დაუფლება ახდენილი ოცნება იქნება ფანებისთვის, გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. " დაასრულა იტალიელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ რომ პოლ პოგბა ვარჯიშს შეუდგა დიდხნიანი დასვენების შემდეგ და "სადებიუტო" შეხვედრაში გოლიც მიითვალა.
წყარო:
Mirror