თბილისი:
მანჩესტერი:
12-05-2015, 11:00
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2334,
კომენტარები: 12
პირლო: "მანჩესტერში ყოველდღე ნანობენ"
ანდრეა პირლო მის თანაგუნდელსა და მოსალოდნელ მატჩზე საუბრობს.
პირლო:
ანდრეა პირლო მიიჩნევს, რომ მანჩესტერში ყოველდღე ნანობენ პოლ პოგბას გუნდიდან გაშვებას. ეს უკანასკნელი "იუვენტუსს" 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ საჭიროზე ნაკლები სათამაშო დრო მიიღო და შემდეგ კონტრაქტზე ხელის მოწერაც იუარა.

მას შემდეგ პოლი ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველად ჩამოყალიბდა და სამომავლო სატრანსფერო ფანჯარაზე "სიტი", "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ფინანსურ ომს გამართავენ მის გადასაბირებლად.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრამდე, პოლ პოგბას თანაგუნდელი, ანდრეა პირლო აცხადებს, რომ სერ ალექსმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც მას გუნდიდან წასვლის უფლება მისცა. "როდესაც ის (პოგბა) გუნდში მოვიდა, ჩვენ მასზე ცოტა რამ თუ ვიცოდით." აცხადებს პირლო.

"ჩვენ შემდეგ არც კი გვჯეროდა, რომ კლუბმა როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", ასეთი კარგი ფეხბურთელი გაუშვა. ის ერთ-ერთ საუკეთესო ახაგალზრდა ნახევარმცველად იქცა მთელი ევროპის მანძილზე. დარწმუნებული ვარ "მანჩესტერში" ამას ნანობენ."

პირლო, რომელმაც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, აცხადებს რომ მას შანსი ჰქონდა "რეალ მადრიდსა" და "ჩელსიში" თამაშის, თუმცა მის გადაწყვეტილებას არ ნანობს. აგრეთვე აცხადებს, რომ დიდი სურვილი აქვს მესამედ დაეფლოს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედალს.

"მე შემეძლო გადავსულიყავი "რეალში" ან "ჩელსიში", მაგრამ არაფერს ვნანობ." აგრძელებს პირლო. "რეალი" მსოფლიოს უდიდესი გუნდია, მაგრამ როდესაც გადავხედავ ჩემს მიღწევებს "მილანის" და "იუვენტუსის" მაისურით, მე სინანულის გრძნობა არ მიჩნდება."

"მადრიდში მცირე უპირატესობით ჩავდივართ, ასე რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. მათ ტიტულის დაცვა სურთ და ვიცი რამხელა გამოცდილება აქვს დიდი თამაშის მოგების კარლო ანჩელოტის. ის ევროპის ტურნირების ექპერტია, ასე რომ თუ ჩვენ ბერლინში გამგზავრება გვინდა, არაფერი უნდა დავიშუროთ."

"ბერლინს ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მე იქ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს. ვიცით რომ ფავორიტებად არ გვთვლიან, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მატჩის ბედის გადასაწყვეტად. "იუვენტუსი" ძველ დიდებას იბრუნებს და ამ ტიტულის დაუფლება ახდენილი ოცნება იქნება ფანებისთვის, გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. " დაასრულა იტალიელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ რომ პოლ პოგბა ვარჯიშს შეუდგა დიდხნიანი დასვენების შემდეგ და "სადებიუტო" შეხვედრაში გოლიც მიითვალა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
12 მაი 2015 11:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის მოსვლა რომ ილუზიაა ახალია ვინმესთვის?
0
№2
ავტორი: Pazu21
12 მაი 2015 11:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Au yvelam tavis saqmes mixedos, 100%-ani iyo fergi da aravis aqvs ufleba fergis genias chrdili miayenos, shecdoma daushva, shecdoma daushva, kait ra roca atamasha ra gaaketa? pogba naxevaric araa imis rac piari aqvs, verati Milionjer mirchevnia
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
12 მაი 2015 12:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამის მოსვლაზე არც იოცნებოთ, თუ იუვენტუსი დატოვა რეალში ან ბარსელონაში წავა...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 მაი 2015 12:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აუ, რა გადაგვაყოლეს ამას რა. ხომ არ მოვიკლავთ ახლა თავს იმის გამო, რომ პოგბა წავიდა. კარგზე კარგ ფეხბურთელს რა დალევს, კაცო. ეს არ იქნება სხვა იქნება და ის ითამაშებს ნორმალურ ფეხბურთს.

ისე სიტი ტურეში ცვლის ამასო გავიგე...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Iunaitedi
12 მაი 2015 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
..pogbas tu iuve 100 milions adebs ristvis.? Riti iyo wels pogba gamorcheuli 23 matchshi turagac 10 goli roaqavs gatanili da arcerti asisti mgoni magito.? Mashin tu pogba 100 girs depai 120 girs mashin. Da pogbas de bruini jobia kide.
0
№6
ავტორი: gilmour
12 მაი 2015 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მართლა დავიღალე უკვე ამ კაცზე ტირილით, ბექჰემი გადავიტანე კაცმა ლამის გულის შეტევა მივიღე რო წავიდა და ახლა პოგბას არ გავცხე გასიებულ თავში:)
ისე ძალიან მაგარია და სიამოვნებით ვიხილავდი ისევ ჩვენთან:)
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 მაი 2015 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია პირლო რასაც ამბობს, მაგრამ ეხლა ამის გამო თავებს ვერ მოვიკლავთ. კარგი იქნებოდა რომ არ გაგვეშვა, მაგრამ რას ვიზავთ შეუცდომელი არავინაა და მათ შორის არც ფერგი...
0
№8
ავტორი: Wardell
12 მაი 2015 14:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
სულ არ ვნანობ რო წავიდა, ეგეთი კაცი რო გუნდში დარჩენილიყო ის უფრო მეწყინებოდა. ვხედავთ როგორია ანდერი, მატა, გუნდისთვის თავს დებენ და ამან კიდე ერთი წელი ვერ მოითმინა და ეგრევე გაიქცა :@ :@
0
№9
ავტორი: GeorgeBest
12 მაი 2015 17:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტვინი ი*****ება უკვე პოგბათი areyoukiddingme თან დიდი ხანია

დადონ ვერატი და გავარტყი პოგბას
0
№10
ავტორი: captain
12 მაი 2015 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მაგ სეზონში სქოულზის დაბრუნებისას ნათამაშევი რამდენიმე თამაში მთლიანად მირჩევნია მთელი პოგბას საგვარეულოსა და იუვეს და პირლოს და იმის იქითაც წასულან ყველანი ვინც კონტრაქტის გაფორმება იუარა ჩვენთან.....არ შეიყვეს ამ პოგბათი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top