პსვ-ს ვინგერმა მემფის დეპაიმ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ პსჟ-ში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.
გასულ კვირას "მანჩესტერ იუნაიტედმა" 21-წლის ფეხბურთელის ტრანსფერი შეათანხმა და მასში 25 მლნ. ფუნტს გადაიხდის. მემფისმა ჰოლანდიის ნაკრებში თავის ყოფილ მწვრთნელთან მუშაობა ამჯობინა და "იუნაიტედის" ვარიანტს დასთანხმდა.
თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" შეთავაზება მხოლოდ ბოლო მომენტში გააკეთეს.
"პსჟ-ში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში...
ვიცოდი, რომ "იუნაიტედი" ჩემით ყოველთვის ინტერესდებოდა, მაგრამ არა კონკრეტულად. და ბოლო მომენტში ჩემს მენეჯერს დაურეკეს. რა თქმა უნდა, ლუი ვან გაალსაც ვესაუბრე.
ასე რომ, თავს უფლებას მივცემ ვთქვა: რთული სიტუაცია იყო. თუმცა მწვრთნელთან საუბრის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი: "მანჩესტერში მინდა".
ძალიან ამაყი ვარ. მჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდები. მინდა გულშემატკივარს ვუჩვენო ყველაფერი, რაც შემიძლია", - განაცხადა დეპაიმ.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.