მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.
ანრის აზრით, წლის საუკეთესო მეკარის წოდებას დავიდ დე ხეა ნამდვილად იმსახურებდა. 24-წლის ესპანელი, ამ სეზონში თითქმის ყოველ მატჩში ახერხებს გაბრწყინებას და როგორც კლუბის სამწვრთნელო შტაბისგან, ასევე ნეიტრალური გულშემატკივრებისგან მუდმივად იღებს საქებარ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე PFA-ს ვერსიით "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გახდა, ანრის აზრით ეს ჯილდო "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს ეკუთვნოდა.
"ჩემთვის ამ ჯილდოს ღირსეულ კანდიდატად დე ხეა ითვლება. თქვენ უბრალოდ დააკვირდით მის ბრწყინვალე თამაშს. დავიდმა გუნდს უამრავი ქულა მოუპოვა. ეს მეკარისათვის უდიდესი მიღწევაა, ამას კი ეს ახალგაზრდა ყოველ მატჩში აკეთებს. "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მატჩში ესპანელმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი მაღალი დონე."– განაცხადა ანრიმ