ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
მანჩესტერში კიდევ ერთი მხიარული კვირა დღე გათენდა. ეს დღე ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის, რთული გამარჯვები შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ ამ სამმა ქულამ თითქმის გაგვინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური. მართალია, მეოთხე ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ითხოვს, მაგრამ ვეცდებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ და დამატებითი მატჩები თავიდან ავიცილოთ, სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენს ხელთ არ არის, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.
გამარჯვება დიდი ძალისხმევის შედეგია, "კრისტალ პალასის" მოთამაშეებმა ერთი-ორად გაგვირთულეს ამოცანა. პირველ ნახევარში უკეთ ვთამაშობდით და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით პირველად მომეცა საშუალება თერთმეტ-მეტრიანი შემესრულებინა. გოლის შემდეგ, მეტოქე მაღალ პრესინგს მიმართავდა, რამაც რიგ შემთხვევებში შედეგი გამოიღო და ჩვენს კართან სახიფათო მომენტებიც შეიქმნა. დევიდი, როგორც ყოველთვის შესანიშნავი იყო. მარუან ფელაინის თავურმა კი, სამი ქულა და ოთხეულში ადგილი გაგვინაღდა.
შაბათს გამარჯვებით, წარუმატებელი სერია შევწყვიტეთ და "არსენალთან" მატჩს თავდაჯერებულები ვხვდებით. მომდევნო კვირას გასამართი შეხვედრა, ამ სეზონში ბოლო იქნება, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" ჩავატარებთ. "მეთოფეები" დღეს საღამოს თამაშობენ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა როგორ მორჩება დღევანდელი თამაში, ჩვენ ვალდებულები ვართ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ და დავამარცხოთ ისინი, ჩვენ ვალში ვართ მათთან: ისინი ხომ მთელი სეზონის განმავლობაში მხარს გვიჭრდნენ, მიუხედავად იმისა თუ რა ანგარიში ფიქსირდებოდა შუქ-ფარზე. ზუსტად მათთვის გვინდა ჩავატაროთ ძალიან კარგი შეხვედრა "ოცნებათა ტეატრში".
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედმა" მემფის დეპაი გაიფორმა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ყველას დაანახა თუ რა შეუძლია. მას, როგორც ყველა ახალწვეულს თბილად მივიღებთ და ყველაფერში დავეხმარებით.
ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა შეტყობინებებისთვის, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ
ბედნიერ კვირას გისურვებთ.
გეხვევით!
ხუანი.