"მანჩესტერ იუნაიტედმა"ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, გუნდმა მოახერხა თამაშიდან გატანა.
თერთმეტ-მეტრიანის ეპიზოდის განხილვა სხვა დროისთვის გადავდოთ, ავღნიშნოთ მხოლოდ ის რომ, მატჩს მაიკლ ოლივერი ნსჯიდა.
შეცდომები
პირველი ტაიმი
მიუხედავად კრიტიკისა, რომელიც "იუნაიტედმა" თამაშის ხარისხის გამო დაიმასხურა, გუნდმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. დეილი ბლინდის გასროლისა და ხუან მატას იდეალურად შესრულებული თერთმეტ-მეტრიანის გარდა, "ეშმაკებმა" კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.
საპასუხოდ, კი მეტოქეს მხოლოდ ერთხელ მისცეს გოლის გატანის შანსი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეპიზოდში ლონდონელებმა ბრწყინვალედ გააკეთეს ყველაფერი.
28-ე წუთი
ჩაწოდებამდე, მოპირდაპირე ფლანგისკენ ორი წყვილი შეიქმნა: უეინ რუნი და მარუან ფელაინი, მეტოქის შემტევების განეიტრალებას ცდილობენ და თითქოს ყველაფერი რიგზეა.
თუმცა, პასის მომენტში ყველანი კარისკენ იწყებენ მოძრაობას და ამის გამო, მარუან ფელაინიც მხოლოდ ბურთს უყურებს, ამით შემტევს თავისუფალი სივრცე გაუჩნდა და ძალიან ხელსაყრენ სიტუაციაშიც აღმოჩნდა.
თავისუფალი ფეხბურთლი სკოტ დანია, რომელიც სრულიად უმეთვალყურეოდ რჩება და აკეთებს პასს თანაგუნდელის მისამართით. ვის ევალებოდა მეორე შემტევის განეიტრალება, რომლის მისამართითაც გაიგზავნა ბურთი, რთული სათქმელია, რადგან თეთრმაისურიანი ფეხბურთელების უმრავლესობა ცოცხალ კედელს ამაგრებდა. "იუნაიტედი" მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ დანის გადაცემა არაზუსტი აღმოჩნდა.
მომენტი მთლიანად:
მეორე ტაიმი
მას შემდეგ, რაც უეინ რუნის და ლუკ შოუს თამაშის ნაადრევად დასრულება მოუწიათ, "ეშმაკები" რთულ ვითარებაში ჩავარდნენ, მეტოქემ დიდი ძალებით შეუტია და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გამარჯვებულის გამოცნობა რთული გახდა.
57-ე წუთი, "კრისტალ პალასის" გოლი.
საინტერესოა, რომ "იუნაიტედმა" ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი სწორედ საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაუშვა და ორივე შემთხვევაში მეტოქეს რიკოშეტი დაეხმარა, თუმცა ამჯერად ბურთს მიმართულება დეილი ბლინდმა შეუცვალა.
უნდა ამხტარიყო ბლინდი? ცალსახად პასუხის გაცემა ჭირს. როგორ უნდა იმოქმედონ მოთამაშეებმა ცოცხალ კედელში დგომისას, მხოლოდ გუნდში იციან. დამეთანხმებით, რომ არაერთხელ გვინახავს მომენტი, როდესაც ცოცხალ კედელში მდგომი ფეხბურთელის ნახტომმა გამოიწვია საკუთარ კარში გაშვებული გოლი.
60-ე წუთი
სმოლინგმა მოედნის ცენტრში ტექნიკურად თამაში და ორი მეტოქის მოტყუება განიძრახა, რასაც შედეგად ძალიან სახიფათო კონტრ-შეტევა მოჰყვა.
მაკარტური ძალიან მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მარტივად შეეძლო თანაგუნდელისთვის გადაცემის გაკეთება, თუმცა მან კარში დაარტყა და დიდი მანძილითაც ააცდინა.
71-ე წუთი
შემდეგი მომენტი სპერონის დარტყმულს მოჰყვა. სმოლინგმა კვლავ ცუდად ითამაშა და მიურეის შანსი მისცა გადაცემა გაეკეთებინა თანაგუნდელისთვის, რომელსაც მარუან ფელაინი ეთამაშებოდა.
ამის შემდეგ მიურეიმ საპასუხო გადაცემა მიიღო და მეკარესთან პირისპირ, სრულიად მარტო აღმოჩნდა. ევანსი ნამდვილად ვერ მიხვდა იმდენს, რომ ამ მომენტში მას დაცვის თამაში ევალებოდა.
დავიდ დე ხეას სეივი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შეგვიძლია წლის ერთ-ერთი საუკეთესო ვუწოდოთ.
წინა მომენდიდან ზუსტად ერთ წუთში ზაჰასაც შეექმნა მომენტი, ეს კი ვალენსიას შეცდომის გამო მოხდა. ანტონიომ ცენტრისკენ შეიწია და თავის ზონაში მყოფი უილფრედი მარტო დატოვა. ყოფილი მანჩესტერელის დარტყმა სუსტი გამოდგა, ასეთი დარტმით კი დე ხეას ვერანაირად ვერ გაუტან.
86-ე წუთი
"კრისტალ პალასს" არაერთი შანსი ჰქონდა ანგარიშის გასათანაბრებლად, თუმცა ეს დევიდ დე ხეას დღე იყო. მორიგი სახიფათო შეტევა მაკნეირის რბილ თამაშს მოჰყვა, იგი მოედანზე კრის სმოლინგის ნაცვლად შემოვიდა.
ბლინდი კერიკი არ არის
ზოგადად, ამ ფორმაციის "იუნაიტედში" ვერავინ ვერ არის კერიკი.
სეზონის სტარტზე მოგვეჩვენა, თითქოს დეილი შეძლებდა მაიკლ კერიკის შეცვლას, თუმცა ახლა ნათელია, რომ ეს ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოხდება, რადგან ბლინდი სრულიად განსხვავებული ტიპის მოთამაშეა.
უფრო გასაგები რომ გახდეს, რაზეა საუბარი, მოდით, ვნახოთ ვიდეო:
ვხედავთ, რომ ეპიზოდის დასაწყისში ბლინდი ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებს - სტანდარტული დაზღვევა, ასეთ მომენტს ხშირად ვხვდებით, როდესაც მოედანზე კერიკია. ახლა დავაკვირდეთ რა ხდება შემდეგ? ბლინდი ერარასთნ გათამაშებით იწყებს შეტევის ორგანიზებას.
ბლინდი აგრძელებს შეტევის დახმარებას და ცენტრიდან საჯარიმოში აკეთებს შერბენს, სწორედ აქ ჩანს ის, რომ "ბლინდი არ არის კერიკი" და "ერერა არ არის კერიკი". მაიკლი ამ სიტუაციაში, მაშინვე უკან დაიხევდა, თავისუფალი ზონის შესავსებად, რომელიც მეოდნის ცენტრის სიახლოვეს წარმოიქმნა. ბლინდი, ერერა და რუნი, როდესაც ამ პოზიციაზე თამაშობენ იგივეს არ აკეთებენ. მათ არ შეუძლიათ, შეტევაზე უარის თქმა.
ჩნდება კითხვა დისკუსიისთვის - ეს მწვრთნელის დავალებაა თუ თავად მოთამაშეების გადაწყვეტილებაა ასეთი? ამ კითხვებს და დასკვნებს მივყავართ იქამდე, რომ გუნდოგანი, რომელიც ასე სურს "იუნაიტედს" არ არის ის ვინც მოახერხებს კერიკის შეცვლას, ის ხომ ერერას და ბლინდის მსგავსად მოქმედებს. შესაძლოა, მაიკლის შემცვლელი გუნდშივე მოიძებნოს. არის ვარიანტი: ამ პოზიციაზე საჭიროა მცველი. ფერგიმ და მოიესმა ჯონსი სცადეს, იქნებ ლუიმ მაკნეირს დაავალოს იგივე.
ეშლი იანგი
ეშლი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. "კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება ვორდი-იანგის მინი დუელად იქცა, რომელშიც გამარჯვებული უდავოდ ინგლისელი ვინგერი გამოვიდა.
იანგმა რამდენჯერმე ძალიან ადვილად აუარა გვერდი ვორდს და სწორედ მისი დამსახურებით გავიდა ორივე გოლი.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, "ვესტ ბრომმა" და "კრისტალ პალასმა" გოლები რიკოშეტის შედეგად გაგვიტანეს, ხოლო ამ ეპიზოდში ბურთმა გადაწყვიტა კარში არ შესულიყო. ეს ბანალური გამართლება/არგამართლება, რომელიც ვან გაალმა საკუთარ მატჩის შემდგომ ინტერვიუში აღნიშნა აზრს მოკლებული არ არის, თუმცა ალბათ გვახსოვს, რომ სეზონის განმავლობაში ფორტუნა არაერთხელ იყო ჩვენს მხარეს.
ბონუსი
თუკი თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ჯონი კარგი მცველია, მაშინ ჩვენ თქვენთნ მოვალთ!
P.S.:
გილოცავთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეულ გულშემატკივარს ჩემპიონთ ლიგაზე დაბრუნებას. იმედი მაქვს აღარასდროს იქნება სამარჩიელო ეს საკითხი.
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.