გუშინ, პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩები გაიმართა, ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ლონდინში შედგა, ერთმანეთს "კრისტალ პალასი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საწყის 10 წუთში სტუმარი გუნდი დომინირებდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ მოხერხდა. მასპინძლებმა თამაში მალე გამოასწორეს, თუმცა მე-19 წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო, "კრისტალ პალასის" კარის მიმართულებით თერთმეტ-მეტრიანი დაინიშნა. ყველასდა გასაკვირად ნიშნულთან ხუან მატა მივიდა, რომელმაც კარგი დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ნახევარი ასეთი ანგარიშითვე დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლუის ვან გაალს ორი იძულებითი შეცვის გაკეთება მოუწია, კერძოდ, ლუკ შოუმ თამაში ტვინის შერყევის გამო ვერ გააგრძელა, ხოლო უეინ რუნი ფეხმა შეაწუხა.
მეორე ნახევარში უფრო აქტიურად მასპინძლები თამაშობდნენ და უპირატესობა გოლად მალევე, 57-ე წუთზე აქციეს. ჯეისონ პანჩონის დარტყმული საჯარიმო, ცოცხალ კედელში მდგომ დეილი ბლინდს მოხვდა და დე ხეას კარის ბადეში გაეხვა. "იუნაიტედს" ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჭირდა, თუმცა მაინც მოახერხა თამაშის თავის სასიკეთოდ დასრულება, 78-ე წუთზე იანგის ჩაწოდებული გოლად მარუან ფელაინიმ აქცია. "ეშმაკები" კვალვ მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, უახლოეს მდევარ "ლივერპულს" 7 ქულით უსწრებენ, რომლებიც დღეს ჩემპიონთან ითამაშებენ.
"კრისტალ პალასი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2
სტადიონი: "სელჰურსტ პარკი" გოლები: 0:1 მატა(19, პენ.), 1:1 პანჩონი(57), 1:2 ფელაინი (78) გაფრთხილება: ანდერ ერერა მთავარი არბიტრი: მაიკლ ოლივერი
შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი(მაკნეირი 84), შოუ(ევანსი40), ვალენსია, ბლინდი, ერერა, ფელაინი, იანგი, მატა, რუნი(ფალკაო 46).