გლეიზერებმა ცვლილებაზე უარი განაცხადეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები, გლეიზერების ოჯახი აპირებს უარი განაცხადოს 20 მილიონი ფუნტის ოდენობის რესურსზე, რაც "ოლდ ტრაფორდის" სახელწოდების უფლების გაყიდვით შეეძლოთ მიეღით.
მომდევნო კვირას 10 წელი გავა დღიდან, როცა გლეიზერებმა კლუბის მმართველობის უფლება მიიღეს, რასაც 525 მლნ. ფუნტის ოდენობის ვალი მოჰყვა.
ფლორიდაში მცხოვრები მფლობელები "იუნაიტედის" გულშემატკივართა შორის დავის საგნად რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილი მტრობა ბოლო წლებში ჩაცხრა, "ოლდ ტრაფორდის" სახელის ცვლილების ნებისმიერი მცდელობა პროტესტისა და განკითხვის რისკის ზრდას გამოიწვევს.
კვარტალური გაანგარიშება, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ კლუბის მიმდინარე ვალი 380 მილიონს შეადგენს, თუმცა "იუნაიტედის" მფლობელები დაუშვებლად მიიჩნევენ "ოლდ ტრაფორდისგან" შემოსავლის მიღებისთვის სტადიონის სახელის გადარქმევას.
"დალას კოვბოისი" ამჟამად სახელწოდების გაყიდვის უფლების მიხედვით გაფორმებული კონტრაქტის თანახმად მსოფლიოში ყველაზე დიდ ანაზღაურებას, 16 მლნ. ფუნტს იღებს წელიწადში გიგანტი სატელეკომუნიკაციო პროგრამა AT&T-სგან. საუბარია ტეხასში "კოვბოების" მიერ ახლახანს აშენებული სტადიონის ბრენდინგზე.
ამჟამად "არსენალი" სტადიონისთვის სპონსორული და სახელის დარქმევის კომბინირებული შეთანხმებით 30 მლნ. ფუნტს იღებს წელიწადში, ხოლო "მანჩესტერ სიტი" აპირებს "ეტიჰად ეირლაინსთან" შეთანხმება გააუმჯობესოს და 35 მლნ. ფუნტამდე აიყვანოს, რაც მოიცავს სტადიონისთვის სახელის დარქმევის, კლუბის მაისურზე სატიტულო სპონსორისა და სტადიონის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე ბრენდინგს.
ესპანური პრესა მიმდინარე წლის დასაწყისში ირწმუნებოდა, რომ მადრიდის "რეალმა" სახელის დარქმევის უფლება 20-წლის ვადით გაყიდა, რომლის თანახმად კლუბი წელიწადში 15 მლნ. ფუნტს მიიღებს, სტადიონს კი "სანტიაგო ბერნაბეუს" ნაცვლად "აბუ-დაბი ბერნაბეუ" დაერქმევა.
Adidas-სა და Chevrolet-თან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ - 75 და 53 მლნ. ფუნტი წელიწადში შესაბამისად - ფიქრობდნენ, რომ "იუნაიტედი" "რეალისა" და "დალას კოვბოისის" გზას გაჰყვებოდა და "ოლდ ტრაფორდს" სახელს შეუცვლიდა.
თუმცა გლეიზერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორული შეთანხმებების მიღწევის ჩვეულ სტრატეგიას არ უღალატებენ და შემოსავლიან კონტრაქტებს ისე გააფორმებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ "იუნაიტედი" მომდევნო წელს დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, რომელსაც 50 მლნ. ფუნტის ოდენობის შემოსავალი მოაქვს, გლეიზერები და კლუბის მმართველობა "ოლდ ტრაფორდის" სახელწოდების უფლების გაყიდვაზე არც კი ფიქრობენ.
წყარო:
telegraph