თბილისი:
მანჩესტერი:
10-05-2015, 07:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2719,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ჩელსის" ჭიქა ღვინოსთან ერთად ვუყურებ"
ვან გაალი კონკურენტების მარცხის მოლოდინშია.
ვან გაალი:
"კრისტალ პალასზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" 1-2 გამარჯვებამ ლუი ვან გაალს საშუალება მისცა "ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩს "ფანტასტიურ ღვინოსთან" ერთად უყუროს.

"სელჰარსტ პარკზე" მოპოვებულმა გამარჯვებამ "წითელ ეშმაკებს" ოთხეულში ადგილი კიდევ უფრო გაუმყარა და თუ "სტემფორდ ბრიჯზე" "ლურჯები" ტრიუმფით დაასრულებენ მატჩს, ვან გაალის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გარანტირებული ექნებათ.

შედეგმა ვან გაალი ნასიამოვნები დატოვა, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ლივერპულის" მარცხს დაელოდება და ამას ჭიქა ღვინით აღნიშნავს.

"ამ შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და ხვალ ფანტასტიური ჭიქა ღვინით დავსხდებით, რათა "ჩელსისა" და "ლივერპულის" დაპირისპირებას ვუყუროთ".

ჟურნალისტმა ვან გაალს შემდეგ ჰკითხა, შეხვდებოდა თუ არა მოურინიოს ღვინი, თუკი პორტუგალიელი ბრენდან როჯერსის დამარცხებას მოახერხებდა, რაზეც მან უპასუხა: "ძალიან ბევრ წითელ ღვინოს ვერ ვსვამ, ასე რომ, ალბათ შეხვდება".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 09:28
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სხვაზე რატო უნდა ვიყოთ დამოკიდებული? ჩვენც ლივერპული ხომ არ ვართ? 3d_12
0
№2
ავტორი: Manchester_M
10 მაი 2015 11:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა ჩელსის მოგება !!!! ისე ნიჩია მგონია ეს თამაში
0
№3
ავტორი: Count Alucard
10 მაი 2015 11:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ღვინით კი არა საქმეს მიხედოს ჯობია, რას გავს გუნდის თამაში. ერთი კერიკი დაიმტვრა და მთელი გუნდი დაიშალა areyoukiddingme
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 12:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სხვაზე არც ვართ დამოკიდებული. უბრალოდ დროზე ადრე გაფორმება შეიძლება, თორემ სავალდებულო არაა ლივერპულმა წააგოს, რომ ლიგაზე გავიდეთ. თუ უნდა ყველა თამაში მოიგოს, მაინც ვერ მოგვჭამს ფეხებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Macklemore
10 მაი 2015 13:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დღეს ჩელსიმ დაასამაროს ლივერპული და ეგ იქნება რა! მერე უკვე ახალგაზრდებსაც მიეცემათ შანსი. ჰალთან მატჩში.
0
№6
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 13:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

3 ტურია აქ წინ, ჩვენ კი 2. ქულათა განსხვავება ჯერ კიდევ 7-ია, ახლა ამათმა რომ მოიგონ და კიდევ ის 2 ტური მოიგონ და ჩვენ ორივე წავაგოთ რაზე შემოვრჩებით? lol
0
№7
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 14:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სხვებზე დამოკიდებულება იცი რას ნიშნავს? ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ლივერპულის აუცილებლად წაგება რომ სჭირდებოდეს აი ამას. ამ შემთხვევაში კი დამოკიდებული ვართ საკუთარ თავზე. თუ მოვიგებთ, სულერთია ლივერპული რას იზამს. ლივერპულია ჩვენზე დამოკიდებული და არა პირიქით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 14:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ლივერპულზე კი არა ჩელსიზე ვართ დამოკიდულნი თუ არ მოუგო უფრო ცუდ დღეში ვიქნებით.

თან არსენალი გვაქვს რომელიც 2 ქულით გვისწრებს და არაფრით დაგვითმობს თამაშს და მერე კიდევ ჰალი რომელიც გასავრდ ზონაშია და ნებისნიერი ქულა მათვის სასიცოცხლოა
0
№9
ავტორი: RojoDiablo
10 მაი 2015 14:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
გადამრევ შენ მე. იუნაიტედი არის საკუთარ თავზე დამოკიდებული. მისი მიზანია ოთხეულში შესვლა, ოთხეულში უკვე არის, ე.ი. შეუძლია მოიგოს ორი თამაში და ლივერპულისკენ არც გაიხედოს. თუ გინდა ჩელსიმ წააგოს ახლა, მერე ლივერპულმა დანარჩენი ორიც მოიგოს, ეს არაფრის გარანტია არ არის მათთვის, იმიტომ რომ ლივერპული იუნაიტედზეა დამოკიდებული. აი იუნაიტედს კი შეუძლია მხოლოდ საკუთარ მატჩს გადახედოს და დანარჩენი დაიკიდოს.

უფრო გასაგებად რომ აგიხსნა, აი სიტი რომ ჩემპიონი გახდა აგუეროს გოლის წყალობით გახსოვს? მაშინ იუნაიტედი იყო სიტიზე დამოკიდებული, ამიტომ ელოდა იმ ანგარიშის მატჩს, სიტი კი საკუთარ თავზე, აიღო, მოიგო და მაგრად ეკიდა რა ჯანდაბა ქნეს სანდერლენდში მათმა კონკურენტებმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
10 მაი 2015 15:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ჰო კაი კაი, გავიგე, მაგრამ მაინც არ მისწორდება რომ ესეა lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top