ლუი ვან გაალმა ლუკ შოუსა და უეინ რუნის თაობაზე, რომლებმაც "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღეს, პოზიტიური ახალი ამბავი გაავრცელა.
შოუს ჯეიმს მაკარტურისგან სახეში ხელი მოხვდა, რის შემდეგაც მისი საკაცით გაყვანა გახდა აუცილებელი. მარცხენა მცველი, რომელმაც სეზონში მეოცე შეხვედრა ჩაატარა, ჯონი ევანსმა მე-40 წუთზე ჩაანაცვლა.
რუნიმ კი რამდენიმე დარტყმა მიიღო მარცხენა ფეხში, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. კაპიტანი შესვენებაზე მოედანზე გასახურებლად გავიდა, მაგრამ თამაში მაინც ვერ შეძლო და რადამელ ფალკაოს დაუთმო ადგილი.
ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ განაცხადა: "ძალიან ცუდი იყო, რადგან ჩვენმა გუნდმა ბალანსი დაკარგა. ფილ ჯონსი ვალდებული იყო მარცხენა მცველის როლი მოერგო. რუნის ფეხი ასტკივდა, ამიტომ უნდა შემეცვალა, რაც ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი ვიბრძოლეთ ბოლომდე და "კრისტალ პალასი" დავამარცხეთ
შოუს იდაყვი მოხვდა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, შემდეგ საავადმყოფოში წავიდა, მაგრამ უკვე მითხრეს, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდოდა სახლში. სიფრთხილის გამო, მოედნიდან გავიყვანეთ. რუნის ფეხი სტკივა, ასე რომ, მომდევნო კვირაში ჯანმრთელი იქნება და თამაშს შეძლებს".