რობინ ვან პერსიმ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, ხოლო ანხელ დი მარიას ტრავმა აწუხებს.
გასულ კვირას "ვესტ ბრომთან" მატჩი ჰოლანდიელმა ფორვარდმა ტრავმის მოშუშების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. ჰოლანდიელმა ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა, რადგან სავარჯიშო ბაზაზე გასახდელში გავრცელებული ვირუსისგან დაავადდა.
რაც შეეხება დი მარიას, ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე ანხელმა ტრავმა მიიღო და "სელჰარსტ პარკზე" ვერც მან იასპარეზა.
Sky Sports-ს ლუი ვან გაალმა მატჩის დაწყების წინ მიცემულ ინტერვიუში ვირუსის შესახებ განუცხადა: "ვირუსი ცოტათი მწვრთნელს შეეხო, მაგრამ ვან პერსისასც ასევე. გასულ კვირას უილსონსაც ჰქონდა.
ბევრ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა დაავადება. ასეთ დროს შემადგენლობის დაყენება ადვილი არ არის, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება. როგორც მწვრთნელმა, შემადგენლობა უნდა შეკრიბო. უყურებ და აკვირდები სავარჯიშო სესიებს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იღებ", - განაცხადა ვან გაალმა.