ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებამ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა.
ხუან მატას მიერ რეალიზებული 11-მეტრიანის, მარუან ფელაინის გოლისა და დავიდ დე ხეას სეივების წყალობით "წითელმა ეშმაკებმა" სამ მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს და "სელჰარსტ პარკზე" მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ამ გამარჯვებამ კი "იუნაიტედის" უპირატესობა მეხუთე ადგილზე მყოფ "ლივერპულთან" 7 ქულამდე გაზარდა, რაც ვან გაალის აზრით, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.
"ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოდით. ვთვლი, რომ ჩემპიონთა ლიგისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. შესანიშნავი გუნდური სული აჩვენეს. თუ ყოველკვირა ასე იბრძოლებენ, მათი დამარცხება რთული იქნება.
მატჩის მსვლელობისას ტრავმებს წავაწყდით და სქემის შეცვლა მოგვიხდა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ფილ ჯონსი მარცხენა ფლანგზე. სამწუხაროდ, უეინ რუნის გასვლის შემდეგ შეტევაში ყოველგვარი ხარისხი მოგვაკლდა, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ გუნდურად თამაში შეგვიძლია.
დავიდ დე ხეამ მიმდინარე სეზონში არაერთხელ გადაგვარჩინა და მიხარია, რომ ეს დარტყმები მოიგერია, რადგან "კრისტალ პალასს" თანაბარი ანგარიშის დროს დაწინაურება შეეძლო", - განაცხადა ვან გაალმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.