"პსვ ეინდჰოვენის" მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ კოკუმ მემფის დეპაის "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მისი შეგირდი მანჩესტერულ კლუბში თავის თავს იპოვის.
ამ კვირაში "წითელმა ეშმაკებმა" ოფიციალურად განაცხადეს, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს. 21-წლის ვინგერმა ამ სეზონში 28 ჩატარებული მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.
ახალგაზრდა ვინგერის შეძენა "იუნაიტედს" 22–25 მლნ. ფუნტი დაუჯდება. ჰოლანდიური კლუბის მთავარი მწვრთნელი კოკუ კი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალმა მემფისის სახით მაღალი კლასის მოთამაშე მიიღო.
"მემფისი ამისთვის მზად არის. ჩვენ მის თანაგუნდელებთან ერთად ძალიან მოხარულები ვართ."
"ამ სეზონში შეტევითი ეფექტურობის თვალსაზრისით დიდ პროგრესს მიაღწია. უკვე თითქმის აღარ კარგავს ბურთს. მას გაუმჯობესების დიდი სურვილი აქვს და ახალ გამოწვევებს ყოველთვის ეძებს".
"სხვა საკითხებისა და ამის გამო მჯერა, რომ ის ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", წარმატებული იქნება", – ციტირებს კოკუს სიტყვებზე Goal