თბილისი:
მანჩესტერი:
9-05-2015, 11:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2377,
კომენტარები: 14
როჯერსი: "დეპაით არასდროს დავინტერესებულვარ"
ბრენდან როჯერსმა ჭორები უარყო.
როჯერსი:
მიუხედავად იმისა, რომ პრესა აქტიურად წერდა, თითქოს "ლივერპულს" მემფის დეპაის შეძენა სურდა, ბრენდან როჯერსმა გავრცელებული ჭორები უარყო.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმება მოახერხა და 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ ის "წითელი ეშმაკების" ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს, ამას კი "ლივერპულის" გულშემატკივართა გაბრაზება მოჰყვა, რადგან კიდევ ერთი შემტევი დაკარგეს.

ბრენდან როჯერსმა კი გულშემატკივარს ამცნო, რომ მის გუნდს არასდროს უცდია პსვ-ს ვინგერის შეძენა, შესაბამისად მათ არავინ დაუკარგავთ.

"ეს არ იყო ის, რითაც ოდესმე დავინტერესებულვართ. კლუბში ოთხი ვინგერი გვყავს, ამიტომ სხვა პრიორიტეტი გვაქვს", - განაცხადა როჯერსმა.

თუმცა გასულ თვეში ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელის თაობაზე "ლივერპულმა" მიმართა.

"იუნაიტედმა" კი უკვე მესამედ მოახერხა "ლივერპულის" დამარცხება ფეხბურთელის შეძენაში. პირველად ასეთი რამ 1999 წელს მიკაელ სილვესტრეს შემთხვევაში მოხდა, მეორედ კი 2006 წელს ნემანია ვიდიჩის.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
9 მაი 2015 11:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მეტი რა გაქ სათქმელი.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2015 11:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პსვ-მ დაადასტურა ადრე, რომ დაუკავშირდა ლივერპული და რა ვიცი. მაგრამ რაღა აზრი აქვს ახლა, დიდი დრო არც როჯერსს დარჩენია მანდ, რაფას ითხოვს ხალხი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: A.HERRERA
9 მაი 2015 11:49
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
გილოცავთ ამ ტრანსფერს ცოტა მოგვიანებით. ვიცოდი რო ჩვენთან წამოვიდოდა, მომავალი სუპერ ვარსკვლავი დავითრიეთ love
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
9 მაი 2015 12:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბრანდსმაც დაადასტურა, რომ ლივერპული მათ დაუკავშირდა და ფეხბრუთელს ერთი ნაბიჯი აშორებდა იქ გადასასვლელად. ამას იმიტო ამბობს რო ავახიეთ ;დდ
0
№5
ავტორი: Fenix
9 მაი 2015 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ამაზე ცენზურა კაცი ჯერ არ გამიგია გადაგვაყოლა შარშანდელ მეორე ადგილს
0
№6
ავტორი: Malboro463
9 მაი 2015 12:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ლივერპულის ოფიციალურ saitze შევდივარ ხშირად და მსგავსი რამე არ დაწერილა. ოფიციალურად არც მიუმართავთ რომ ამათ დეხიათ
0
№7
ავტორი: Shrek
9 მაი 2015 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ეს ეხლა ფანებმა ძაან როარ დააჯვან თავს იმართლებს :დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Man United ! ! ! ♥
№8
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2015 13:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
ოფიციალურ საიტებზე არასდროს იწერება, რომ ვინმეს რამე შესთავაზეს. არც მანჩესტერის საიტზე დაწერილა რამე, რომ დეპაის თაობაზე მიმართეს. მანდ მხოლოდ დასრულებული ტრანსფერები იდება.

Fenix,
შენც გინდა რაფა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Malboro463
9 მაი 2015 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
RojoDiablo,
მსგავსი არაფერი დაწერილა მეთქი სხვა საიტზეც არ მინახავს მე შეიძლება გამომრჩა მარა აქტიურად მაინც მანჩესტერი იყო ჩართული.
0
№10
ავტორი: Fenix
9 მაი 2015 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
RojoDiablo,
როჯერსი გაუშვან და თუ უნდათ მოიყვანონ რაფა მაგრამ მგონია რომ რაფა დღევანდელ ლივერპულს ვერაფერს შემატებს და შესაძლოა უკან სვლაც დააჩქაროს გუნდის და ახალი ნოთინგხემი ვნახოთ ყველამ დიდი და მსუქანი ისტორიით ასე რომ სჯობს წელს თუ არა მერმის მაინც გაუშვან როჯერსი და კლოპზე იფიქრონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top