მიუხედავად იმისა, რომ პრესა აქტიურად წერდა, თითქოს "ლივერპულს" მემფის დეპაის შეძენა სურდა, ბრენდან როჯერსმა გავრცელებული ჭორები უარყო.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეთანხმება მოახერხა და 25 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ ის "წითელი ეშმაკების" ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს, ამას კი "ლივერპულის" გულშემატკივართა გაბრაზება მოჰყვა, რადგან კიდევ ერთი შემტევი დაკარგეს.
ბრენდან როჯერსმა კი გულშემატკივარს ამცნო, რომ მის გუნდს არასდროს უცდია პსვ-ს ვინგერის შეძენა, შესაბამისად მათ არავინ დაუკარგავთ.
"ეს არ იყო ის, რითაც ოდესმე დავინტერესებულვართ. კლუბში ოთხი ვინგერი გვყავს, ამიტომ სხვა პრიორიტეტი გვაქვს", - განაცხადა როჯერსმა.
თუმცა გასულ თვეში ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელის თაობაზე "ლივერპულმა" მიმართა.
"იუნაიტედმა" კი უკვე მესამედ მოახერხა "ლივერპულის" დამარცხება ფეხბურთელის შეძენაში. პირველად ასეთი რამ 1999 წელს მიკაელ სილვესტრეს შემთხვევაში მოხდა, მეორედ კი 2006 წელს ნემანია ვიდიჩის.