ლუი ვან გაალმა იმედი გამოთქვა, რომ "ჩელსი" კვირას "ლივერპულის" დამარცხებას შეეცდება, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული უკვე გაიფორმეს.
პრესა ირწმუნებოდა, რომ "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა თავის ფეხურთელებს დასვენებისთვის 4 დღე მისცა, მაგრამ ჰოლანდიელ სპეციალისტს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი კოლეგა საოცარი საშინაო შედეგების შეწყვეტას არ ინდომებს.
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩატარებულ 96 საშინაო შეხვედრაში, ჟოზე მოურინიო "სტემფორდ ბრიჯზე" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (გასულ წელს "სანდერლენდის" წინააღმდეგ). კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი კი "იუნაიტედს" აძლევს ხელს, რადგან კონკურენტი "ლივერპული" "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, "ჩელსის" ვარსკვლავები მხოლოდ პარასკევს ხომ არ შეუდგებოდნენ ვარჯიშს, ვან გაალმა უპასუხა: "ეს ყველა მწვრთნელის პრივილეგიაა, განსაკუთრებით, როცა ჩემპიონი ხდები. ვგრძნობ, ჟოზე მოურინიო ამას გადაწყვეტდა, მისი გუნდი კი ითამაშებს და მაქსიმუმს გააკეთებს, ასე ვფიქრობ.
მისალოცი შეტყობინება უკვე გავუგზავნე, მაგრამ არ ვიცი რამდენად მიაღწია, რადგან ნომერს ხშირად ცვლის. მინდა ჩემს კოლეგა ჟოზე მოურინიოსა და "ჩელსის" ჩემპიონობა მივულოცო. დამსახურებულად მოიგეს, ვფიქრობ, როცა სტატისტიკას უყურებ, ეჭვი არ გეპარება, რომ მათ დაიმსახურეს".