ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე მის გუნდში ვირუსული ინფექცია გავრცელდა.
"წითელ ეშმაკებს" ჯერ კიდევ არ აქვთ გარანტირებული სეზონის ზედა ოთხეულში დასრულება. ამ ამოცანის შესრულება კი ლუი ვან გაალს მთელი რიგი პრობლემების გადალახვით მოუწევს.
"ჩვენს გასახდელში ვირუსული ინფექცია გავრცელდა. უკვე მეც მაქვს ყელის ტკივილი. ასეთივე პრობლემა რამდენიმე კვირის განმავლობაში უილსონსაც ჰქონდა, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა. შესაძლოა იგი ხვალ სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ. ინფექცია სხვა ფეხბრუთელებსაც შეეხო."
"თამაშს მარკოს როხოც შეძლებს. შემიძლია არგენტინელი სკამზე დავსვა. ევანსიც სათადარიგოთა სკამის კანდიდატია, თამაშის რიტმი უნდა შეიგრძნოს", – განაცხადა ჰოლანდიელმა.