თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 18:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "რატომ ვიყიდე დეპაი"
ვან გაალმა აჩქარების მიზეზი ახსნა.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მემფის დეპაის ტრანსფერის დაჩქარების მიზეზი ჰოლანდიელი ვარსკვლავისადმი პსჟ-ს ინტერესი გახდა.

ფრანგული მხარე მზად იყო დეპაი თავის რიგებში გადაებირებინა, თუმცა ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა ჰოლანდიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე მომუშავე ნახევარმცველთან თანამშრომლობა განეახლებინა.

"დეპაი გოლეადორი ვინგერია და მსოფლიოში ასეთი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა. ლიონელ მესიც ასეთია, მაგრამ ახლა მხოლოდ "კრისტალ პალასთან" მატჩზე უნდა ვისაუბროთ და მასზე და მომდევნო სამ მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია.

ვალდებული ვიყავი სიტუაცია მეკონტროლებინა, როგორც მწვრთნელს, რადგან სხვა შემთხვევაში ის პსჟ-ში აღმოჩნდებოდა, ამიტომ შევიძინე ის და ეს საქმე ერთ დღეში მოვახერხეთ. თუმცა ჩვენთვისვეა უკეთესი "კრისტალ პალასთან" მატჩზე კონცენტრირება".
- განაცხადა ვან გაალმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალმა ტრანსფერი დროზე ადრე განახორციელა, ლუი ფიქრობს, რომ საქმე ჯერ დასრულებული არ არის და ასეთი შენაძენები კვლავ უნდა განხორციელდეს.

"მინდა ტრანსფერები ადრევე განვახორციელო, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი როდია. როცა შანსი გაქვს, სიტუაციის კონტროლი ხელთ უნდა იგდო, რადგან ეს გადამწყვეტი ფაქტორია. მინდა ფეხბურთელები სეზონის შემდეგ შევიძინო და არა სეზონის დასრულებამდე, რადგან ეს მატჩებზე კონცენტრრებაში ხელს გვიშლის". - დაასრულა ლუიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
8 მაი 2015 19:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ანუ რა გამოდის ლივერპული ჩვენი კონკურენტიც კი არ ყოფილა? lol რა ცოდო გუნდია იმეა სოფლის გუნდია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 19:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა გაცოფებულები არიან ლივერპულის ფანები შენზე, ლუი wink ეს კიდე გამოდის და პსჟ-ს წავართვიო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Rosso Diavolo
8 მაი 2015 20:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან მინდა და მჯერა, რომ საგოლე ალღო როგორც პსვ-ში ჰქონდა ჩვენთანაც ექნება მემფისს და იმედია ერთხელ პრემიერ ლიგაშიც გახდება ტოპ სქორერი winked
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2015 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვინაა მესი დეპაისთან areyoukiddingme

დეპაი ლეგენდა! დეპაი ჩვენი სიმაყაეა!

ძაან მაგარი ახალგაზრდაა, გოლებიც გააქვს, სწრაფია ტექნიკური და პრემიერ ლიგაშიც არამგონია გაუჭირდეს. მთავარია ამანც არ მოუკლოს და არ ჩაიკარგოს
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 მაი 2015 20:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ლუი, შემდეგი ვინააა ძმობას გაფიცებ ?
0
№6
ავტორი: Best 7
8 მაი 2015 21:15
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დეპაი ჩვენი ლეეგეენდა გახდება მეორე ვან ნისტელრუი:Dიმედი მაქვს მისნაირი გოლეადორი იქნება მაინც
0
№7
ავტორი: love united
8 მაი 2015 21:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
შემდეგ წელს 10+ გოლი/ასისტი სეზონი დაიდოს wink
0
№8
ავტორი: RojoDiablo
9 მაი 2015 09:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როჯერსმა რომ თქვა, დეპაით არასდროს დავინტერესებულვართო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Memphis_Depay
9 მაი 2015 12:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
სწორი პოლიტიკა უნდა განახორციელოს ვან გაალმა,რომ ევროპის ტოპ კლუბი ჩამოაყალიბოს.ამჟამინდელი შემადგენლობა რეალს,ბარსელონას, ბაიერნს,ჩელსის,იუვენტუსს ვერ მოუგებს.შეტევა არ გვივარგა,დაცვა არ გვივარგა. კერიკის შემცვლელი საპოვნელია. smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top