"კრისტალ პალასთან" გასამართი შეხვედრის წინ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა და როგორც ყოველთვის ტრავმირებულებზე სიახლეების გასაჯაროვებაც მოუწია.
გასულ ტურში, "იუნაიტედის" ლაზარეთში მაიკლ კერიკი, ლუკ შოუ, ჯონი ევანსი, მარკოს როხო და ფილ ჯონსი იმყოფებოდნენ. ამჯერად სიტუაცია შეიცვალა, როგორც დადებითად ისე უარყოფითად:
"კერიკი ისევ ვერ შეძლებს თამაშს, მეტიც ის ამ სეზონში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა. ექიმებმა და თერაპევტთა ჯგუფმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, თუმცა უშედეგოდ. მისთვისაც უკეთესია, თუკი ბოლომდე მოირჩენს და შევსებული ენერგიით შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას.
როდესაც სტატისტიკას გადახედავთ, მიხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის გუნდისთვის, ასევე ის არის ერთადერთი მემარჯვენე ჩამშლელი ნახევარმცველი გუნდში. ამის შესახებ მთელი სეზონის განმავლობაში ვსაუბრობ, გუნდში არ არის ბალანსი და ამ სატრანსფერო პერიოდის დროსაც დიდი მუშაობის ჩატარება მოგვიწევს. მართალია, 34 წლის ასაკში ცხოვრება არ მთავრდება, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ეს ციფრი მაფრთხილებელი ნიშანივითაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება მისი შემცვლელის მოძებნა.
რაც შეეხება, ევანსს და შოუს, ისინი გამოჯამრთელდნენ, თუმცა მხოლოდ შოუს შეუძლია თამაში. ევანსს ძალიან დიდი დრო გაუცდა, ამიტომ მას არ აქვს თამაშის რითმის გრძნობა. მარკოს როხომაც ივარჯიშა, მაგრამ მხოლოდ სათადარიგოთა შორის თუ იქნება."
შეგახსენებთ, რომ ფილ ჯონსმა რეზერვებში უკვე ითამაშა და დიდი ალბათობით "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში პირველივე წუთიდან ჩაებმება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.