"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მეკარე ედვინ ვან დერ საარს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ვან გაალი "იუნაიტედს" წარმატებას დაუბრუნებს.
"ლუის საკუთარ საქმეში ეჭვი არასდროს ეპარება და ეს ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ კლუბს ხელმძღვანელობს ძლიერი ხასიათის მქონე მენეჯერი, რომელმაც საკუთარი საქმე კარგად იცის."
"მას აქვს წარმატების მდიდარი ისტორია, რომელსაც მიაღწია "აიაქსის", "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ხელმძღვანელობისას. "იუნაიტედის" არჩევანს ვეთანხმები, ეს იდეალური ვარიანტი იყო. ლუისთან ვმუშაობდი და მის ფილოსოფიასა და მუშაობის პრინციპებს ძალიან კარგად ვიცნობ. ლუი სწორედ ისეთია, როგორიც "იუნაიტედს" სჭირდებოდა",- განაცხადა ჰოლანდიელმა ლეგენდამ.