"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი იაპ სტამი დარწმუნებულია, რომ "ეშმაკების" პირველი შენაძენი მემფის დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნება.
"მემფისი მაღალი კლასის ფეხბურთელია. "იუნაიტედი" ყოველთვის შემტევი კლუბი იყო და მათ ისეთი მოთამაშე სჭირდებათ, რომელიც სიტუაციას ამწვავებს და მოწინააღმდეგეს ერთი-ერთში ამარცხებს. მემფისი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რას წერენ მასზე პრესაში, იგი ორიენტირებული მხოლოდ საქმეზეა. ჰოლანდიაში საკუთარი თამაშით მან უკვე დაამტკიცა, თუ რა შეუძლია და მჯერა, რომ ინგლისშიც წარმატებებს მიაღწევს."
"დეპაი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვიცი, რომ ლუი ვან გაალს ასეთ მოთამაშეებთან მუშაობა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, მემფისი ლუის ხელმძღვანელობის ქვეშ ბევრ მნიშვნელოვანს ისწავლის."-განაცხადა სტამმა