დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ილკაი გიუნდოგანი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მის მიმართ ინტერესის შესახებ არაფერი სმენია.
გასულ თვეში პრესაში გავრცელდა ჭორები, თითქოს "იუნაიტედმა" და "ბორუსიამ" ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია უარყვეს, მალე გერმანულმა კლუბმა განაცხადა, რომ ილკაი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებდა.
თავად გიუნდოგანს არაფერი სმენია "წითელი ეშმაკების" მხრიდან ინტერესზე და არ უარყოფს, რომ მომდევნო სეზონი შეიძლება კვლავ ბუნდესლიგაში გაატაროს.
"ვფიქრობ, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, მეცოდინებოდა.
კონტრაქტს თუ არ ვახანგრძლივებ, არ ნიშნავს, რომ 2016 წელს აქ არ გავატარებ. სულაც არ ვოცნებობ წასვლაზე და თუ ორივე მხარე თანახმა იქნება, მზად ვარ, აქ კიდევ ერთი წელიწადი გავატარო.
თუ არა, მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ამჟამინდელმა კლუბმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღოს - ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ გავანგრძლივე კონტრაქტი გასულ წელს ერთი წლით", - განაცხადა ილკაიმ.