თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2015, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 8
დეპაის პირველი ინტერვიუ
მემფის დეპაის პირველი ინტერვიუ "იუაიტედის" ფეხბურთელის რანგში.
დეპაის პირველი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პსვ ეინდჰოვენს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ მემფის დეპაი PSV TV-ის ესაუბრა.

ესე იგი დადასტურდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პსვ ეინდჰოვენმა" შეთანხმებას მიაღწიეს...

ფანტასტიკურია! ოცნება ამიხდა. უდიდესი გამოწვევისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგი.

ვარჯიშზე თანაგუნდელებისგან აპლოდისმენტები და კეთილი სურვილები მიიღე. ამან გაგაბედნიერა?

დიახ, გამაბედნიერა. როცა ყველა ფეხბურთელი მოდის შენთან და წარმატებას გისურვებს, ეს ყველაფერს ამბობს შენ მიერ გატარებულ ბოლო სეზონზე.

ადვილი იყო იმ კლუბის არჩევა, სადაც შენთვის ნაცნობი ლუი ვან გაალი მუშაობს?

დიახ, კარგი შეგრძნება იყო, მწვრთნელს ძალიან კარგად ვიცნობ. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემ ირგვლივ გავრცელებული სპეკულაციების გამო ცოტა მიჭირდა, მაგრამ ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და ჩემი ცონება ახდა. ეს ნიშნავს, რომ როგორც ფეხბურთელი, ვიზრდები.

პსვ-ს რიგებში მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება დაგრჩა, ეს მატჩები განსაკუთრებულია?

დიახ, იქნება. პსვ-ს ახალგაზრდული აკადემიიდან მოვდივარ, აქ 12 წლიდან ვიმყოფები. ამისთვის ბევრი ვიშრომე და მის მისაღწევად მრავალი სირთულე გადავლახე: სისხლი, ცრემლები, აღზევება და დაცემა. მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი რაღაც მშვენიერება გახდა. გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. ამიტომ ჩემთვის ბოლო ორი შეხვედრა ძალიან ემოციური იქნება.

გასულ სეზონში პსვ-ში დარჩენა შენი პირადი არჩევანი იყო და ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ლიგა მოგეგო...

გასული წელი დიდებული იყო ჩემთვის. მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მესამე ადგილი და ბოლოს პსვ-სთან ერთად ლიგის მოგება. დიდებული იყო, იქნებ გუნდური რეკორდი დავამყაროთ და ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე. ყველაფერს გავაკეთებ დარჩენილ ორ მატჩში პსვ-სთვის და მატჩებისგან სიამოვნებას მივიღებ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 მაი 2015 10:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაგ ორ მატჩში ფრთხილად იყავი, ტრავმა არ მიიღო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
8 მაი 2015 11:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოღონდ შენ არ დაიმტვრე და თუ გინდა 10 გოლი შეაგდე
0
№3
ავტორი: Rooni
8 მაი 2015 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Magaria mtavaria mshvidobit chaataros orive matchi
0
№4
ავტორი: Count Alucard
8 მაი 2015 12:39
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ბოლოს წინ აბზაცში 12 წლის შემდეგ კი არა 12 წლიდან უნდა იყოს მგონი.

3 დღეა არ შემოვსულვარ და რა კაი ამბები დამახვედრეთ love
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2015 13:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი კაცია winked

ჩვენი ბედი რო ვიცი აქ მოიტეხავს ეხლა ფეხს ან რამე დაემართება wink
0
№6
ავტორი: Count Alucard
8 მაი 2015 15:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
General,
ვერ "შეეწყობა" გუნდს და დი მარიასავით საცოდავი სეზონი ექნება. ეგ უფრო რეალურია, თუ წინა ტრანსფერებს გავითვალისწინებთ და მერე უნდა ვიძახოთ დრო უნდა, დრო უნდაო.
0
№7
ავტორი: chudikone
8 მაი 2015 15:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნეტა რა ნომერი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: VaRdo
8 მაი 2015 17:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: General
ჩვენი ბედი რო ვიცი აქ მოიტეხავს ეხლა ფეხს ან რამე დაემართება


რას იწყევლლები ბიჭო wink რა ფეხი საქონელია აქეთ მოტეხავს ფეხს ეს ყველას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top